საახალწლოდ კრაბის ბურთულები

საახალწლოდ კრაბის ბურთულები

მასალა:

100გ. კრაბის ჩხირები,
3ცალი კვერცხი,
0,5გ. (ჭიქა) ბრინჯი (მოხარშული),
380გ. სიმინდი,
მარილი,
მაიონეზი,
ქოქოსის ფანტელები.

მომზადება:
სიმინდი, კრაბის ჩხირები, მოხარშული კვერცხი, ბრინჯი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ძალიან წვრილად დაჭერით მოაყარეთ მარილი. დაამატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ. არ უნდა გამოვიდეს მასა მშრალი. თუ მშრალ მასას მიიღებთ ისევ დაუმატეთ მაიონეზი. მიღებული მასით გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში. სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ გააფორმოთ სურვილისამებრ.