კარტოფილის მაჭკატები

კარტოფილის მაჭკატები

მასალა:
2 მოხარშული კარტოფილი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მაწონი, 1 ჭიქა რძე, 3 კვერცხი, ნახევარი პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი ან სოდა დანის წვერით, ვანილი და მარილი, 2 ს/კ ზეთი ცომისთვის, ზეთი – შესაწვავად, შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად, ფქვილი - რამდენსაც შეიზელს.

მომზადება:
კარტოფილი კარგად დავჭყლიტოთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კარტოფილი, შემდეგ ზეთი, მაწონი და რძე, შევურიოთ ფქვილი სოდასთან ერთად იმდენი, რომ მივიღოთ სქელი არაჟნის მასის ცომი, ბოლოს დავუმატოთ ვანილი და დავდგათ 5 წუთით. მანამდე გავახუროთ ზეთდასხმული ტაფა, სუფრის კოვზით დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. გამოცხობილ ოლადებს დავაფრქვიოთ შაქრის პუდრა და მივირთვათ არაჟანთან ან ჯემთან ერთად.