gzavnili
ემინემი MTV–ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო
384

ემინემი MTV–ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

გამოიცანით ვინ დაბრუნდა? ემინემი 2013 წლის 25 აგვისტოს გამართულ MTV–ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. შოუს დაწყებიდან რამდენი საათით ადრე 40 წლის რეპერმა საკუთარ ტვიტერზე VMA–ის ლოგო გააზიარა და ფანებს მიმართა „Guess who's REALLY back?“ . ემინემისთვის გრანდიოზული შოუ უცხო არ არის, ის 2002 წლიდან სხვადასხვა ნომინაციებში 8 ჯერ იყო წარდგენილი და სამი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის პირველი 2003 წელს საუკეთესო ვიდეოსთვის ფილმიდან "Loose yoursielf ", ასევე საუკეთესო ჰიპ–ჰოპ ვიდეოსთვის „Not Afraid“ და საუკეთესო დუეტისთვის რიანასთან ერთად "Love The Way You Lie" 2011 წელს. 2010 წლის გრანდიოზული ცერემონილი სწორედ ემინემმა გახსნა სიმღერით „Not Afraid“ და რიანასთან ერთობლივი დუეტიც შეასრულა.მიჩიგანში გამართულ პრესკონფერენციაზე რეპერმა მისი მერვე ალბომის შესახებ ისაუბრა, რომელიც შემოდგომაზე გამოვა. აღსანიშნავია, რომ რეპერის ბოლო სინგლი "Survival" ახალი ვიდეო-თამაშის (Ghosts) საუნდტრეკი იქნება. ემინემმა ბოლო სრულყოფილი ალბომი 2010 წელს გამოუშვა სახელწოდებით "Recovery".

წყარო
26-08-2013, 08:50 iashka სხვა...