მოინახულეთ ჩვენი გენერალური სპონსორი

გრიგოლი ლეპსი -
399

გრიგოლი ლეპსი - "გამოუსწორებელი ოროსანი"

დღეს, ცნობილ მომღერალს გრიგოლი ლეპსს 51 წელი შეუსრულდა. წარმოშობით ქართველი, რუსი არტისტი-ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, პრემიების: "Шансон года", "Золотой Граммофон" და სხვ. ლაურეატია.

გრიგოლი ლეპსი 1962 წელს ქალაქ სოჭში დაიბადა. მამა ვიქტორი სოჭის ხორცკომბინატში მსახურობდა, ხოლო დედა ნათელა პურის ქარხანაში. ჰყავს და ეთერი ალავიძე.

სკოლაში, ლეპსს მასწავლებლები "გამოუსწორებელ ოროსანს" უწოდებდნენ, მას კი ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი და მუსიკა.

14 წლის ასაკში ჩააბარა მუსიკალურ სასწავლებელში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ის ხშირად გამოდიოდა სოჭის რესტორნებში, მღეროდა და უკრავდა როკ-ჯგუფებში. 90-იან წლებში, ის მღეროდა სოჭის ცნობილ სასტუმროში "Жемчужина", სადაც ხალხი სპეციალურად მიდიოდა მისი არაჩვეულებრივი ხმის მოსასმენად. მან მსმენელი უცხო ხმის ტემბრით დაიპყრო. რესტორნის დარბაზი გადაჭედილი იყო, ხოლო სცენა სავსე იყო ფულით. ჰონორარს, ლეპსი ფლანგავდა კაზინოში, ავტომობილებში, სასმელსა და ქალებში. როგორც თავად მომღერალი იხსენებს:"იყო დღეები, როცა 150 მანეთს ან უფრო მეტს ვშოულობდი, მაშინ კი ეს დიდი ფული იყო".

1992 წლიდან ლეპსი საცხოვრებლად მოსკოვში გადადის: "უკვე ვგრძნობდი, რომ სოჭიდან უნდა წავსულიყავი. მთელი ღამეები ვმღეროდი, ხოლო დაღლილობას ალკოჰოლით ვიხსნიდი, როგორც არტისტი უკვე ვიღუპებოდი". ცნობილი მომღერლები, ვინც ლეპსს სოჭში უსმენდა - მიხეილ შუფუტინსკი, ოლეგ გაზმანოვი, ალექსანდრე როზენბაუმი ეუბნებოდნენ, რომ ის მოსკოვში უნდა გადასულიყო.

მოსკოვი მას არამეგობრულად შეხვდა: "მე იქ ცოტას თუ ვაინტერესები. ბევრს ვსვამდი, გემო გავუსინჯე ნარკოტიკს, ხოლო ადამიანები, რომლებიც დახმარებას მპირდებოდნენ, რა თქმა უნდა, გაქრნენ. ძნელი იყო ჩემი გაძლება. თუმცა არ მიჭირდა, რესტორნებისათვის ფული ყოველთვის მყოფნიდა".

1994 წელს ლეპსმა დაიწყო პირველი ალბომის ჩაწერა, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. სიმღერა "ნატალი" მაშინვე შეიყვარა მსმენელმა და მალე მომღერლის სავიზიტო ბარათად იქცა. კლიპი, ლეპსმა ბოტკინის სახელობის კლინიკაში იხილა, სადაც ნახევარი წელი მკურნალობდა. ექიმება ის კატეგორიულად გააფრთხილეს, ერთი წვეთი სასმელი, შესაძლოა მისთვის უკანასკნელი აღმოჩენილიყო: "მხოლოდ შიშმა, მომკვდარიყავი ახალგაზრდა, შემაჩერა".

ლეპსის პირველი მეუღლე იყო სვეტლანა დუბინსკაია, რომელთანაც ერთად სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში, მასთან ლეპსს ჰყავს შვილი ინგა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მეორე ცოლი კი, ბალერინაა, ლაიმა ვაიკულეს საბალეტო დასიდან, მასთან ჰყავს გოგონა ევა, ნიკოლი და სამი წლის ვაჟი ივანე (ვანო).

ლეპსის სახელს ატარებს მოსკოვში ძვირადღირებული ბარი-კარაოკე «Leps Bar», სადაც გრიგოლი ლეპსს წილი აქვს და ხშირად გამოდის საღამოებზე.
16-07-2013, 10:57 gogatvzura სხვა...