gzavnili
ზოდიაქოს ნიშნები დასვენებისთვის ემზადებიან
798

ზოდიაქოს ნიშნები დასვენებისთვის ემზადებიან

შვებულებების სეზონია და ყველას აინტერესებს, სად დაისვენოს. გთავაზობთ "ვარსკვლავურ ორიენტირს" თქვენი ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით.

ვერძი
წელს უმჯობესია ნესტიანი ადგილებისგან შორს, სუბტროპიკულ ზონაში დაისვენოთ. ეგვიპტე, ისრაელი, ტუნისი – აქ დასვენებასაც მოახერხებთ და კულტურის გაცნობასაც. აგრეთვე, გარდერობის განახლებასა და სამკაულების შეძენას. აი, ახლობლებისთვის სუვენირებზე კი ფულს ნუ დახარჯავთ.

კურო
დასვენებას ბიზნესურთიერთობების დარეგულირება ან სწავლა უნდა შეუთავსოთ. აგრეთვე შვებულების დროს შეისწავლეთ, გაიღრმავეთ უცხო ენა. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო – დასვენებისთვის, ევროპის ქვეყნები – ექსკურსიის, ხოლო ეგზოტიკის მოყვარულთათვის კუნძული ბალი იქნება შესაფერისი.

ტყუპი
ძვირად ღირებულ კურორტებზე ფულის ხარჯვას არ გირჩევთ. ამასთანავე, ნურც კომფორტზე იტყვით უარს. მოერიდეთ მოგზაურობას ავტოსტოპით, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების კამპანიებს. თქვენთვის სასურველია მაღალმთიანი კურორტები, სადაც სუფთა ჰაერი, მზე და მინერალური წყლები გელით. ჩერნოგორიე, ჩეხეთი, სომხეთი და ნურც საქართველოს კურორტებს დაივიწყებთ; ხოლო თუ წმინდა ადგილებსაც მოინახულებთ, ფიზიკურადაც დაისვენებთ და სულიერადაც.

კირჩხიბი
დასვენებისთვის იდეალური ადგილი ზღვის სანაპიროა. ამასთანავე, მოერიდეთ მზის გულზე დიდხანს ყოფნას, რამაც შეიძლება ალერგია, მზის დაკვრა და დამწვრობა გამოიწვიოს. ქვეყნებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იტალიას, საბერძნეთს, შვეიცარიას. მოინახულეთ ეთნიკური მუზეუმები; შეიარეთ სუვენირების მაღაზიაში; დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და არ დაგავიწყდეთ სამახსოვრო ფოტოების გადაღება.