დამატებითი ინფორმაცია
  • ნახვები: 350
  • ავტორი: aTTiLa
  • თარიღი: 30-06-2013, 02:16
წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე

წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე


წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე,
წუხელ სოხუმში ვიყავი თითქოს,
ვაიმე, ვისაც კი დავუძახე
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო..

ხმამაღლა ვეძახდი ჩემს სიჭაბუკეს,
არავინ ისმენდა ჩემს გულწრფელ ძახილს,
მერცხალს დანგრეოდა ერდოზე ბუდე,
ხარივით ბღაოდა ჩემი ეს სახლი..

ჭიშკარს მივაწექი და ვერ გავაღე
უნდობლად მიცქერდა ეზო,
ცრემლი მორეოდა სისხლისფერ ვარდებს
ასე უბრალოდ და უმიზეზოდ..

სიცხისგან ენა მიხმებოდა,
ეზოში მღეროდა წყარო,
გოგონა გამოვიდა - ჭიქა მომაწოდა,
წყალი მიირთვიო უცნობო მგზავრო..

ჭიქაში ლაჟვარდ ცეკვავდა ლურჯი
შუბლს ხსნიდა ამაყი ოდა,
სურათი თუ გაცოცხლა - ვფიქრობდი გულში,
ოდის სურათი უბეში მქონდა..

მდინარე რაშავდას მღეროდა ისევ
და მზე უკოცნიდა ფაფარს,
ჭიშკარდაკეტილ ეზოსთან ვიდექ
დუმილით გავცქეროდი მთა-ბარს..

რა ახლოს იყო ჩემი ნააკვნარი,
ჩემი სიყვარული და ტკბილი ნანა,
რატომ არ იღება ჩემი სახლის კარი?!
ნუთუ ვეღარ მიცნეს განა?!

ნუთუ აფხაზეთმა, ცრემლი რომ მადინა
არ კმარა თვალებს რომ გამკრა ბინდი,
შენ ხომ ვაჟკაცი ხარ ჩემო აფხაზეთო
სიზმრად ერთი წუთით მაინც შემირიგდი..

ისევ შემირიგდი, თქვენიანი მქვია
ხმამაღლა გავძახე სახლსა და მინდორს,
მაგრამ ეს ძახილი არავის შეუტყვია,
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო..

მერე ავტირდი და თავში წავიშინე,
სულ ჩამოვიხოკე სახე,
ასე მე ბევრჯერ დავიძინე და
სიზმარში აფხაზეთი ვნახე.. !
საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს ავტორი! ჩვენგან მასალების დაკოპირების შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს წყარო: GOGAGGG.com