მგლების ხორუმი

დამატებითი ინფორმაცია
  • ნახვები: 423
  • ავტორი: aTTiLa
  • თარიღი: 12-05-2013, 08:08
მგლების ხორუმი
უღრან ტყეში ვარ დაკარგული,
გზა მაქვს არეულ-აბნეული,
ყვავების ჩხავით მშფოთვარე,
გზას ვერ ვპოულობ გასასვლელს.

მზემაც დახუჭა თვალი ნაზად,
სავსე მთვარემაც მანახა ძალა,
ბინდიც მოაწვა ზეცას მკრთალად,
მთვარის დარაჯად მყოფმა ჟამმა.

ყვავებიც გაქრნენ,მათი დროც დადგა.
ვერაფერს ვხედავ მე მთვარის გარდა,
ნაბიჯს ვუჩქარებ დავდივარ სწრაფად,
შიში მაქვს რისი ვერ ვხდები მაგას...

გულმაც დაიწყო ღელვა და ფეთქვა,
ტყულად არ ღელავს ვხვდები მე მაგას,
მაგრამ ვერ ვხვდები,ვერ ვფიქრობ რატომ?
ნეტავ რა მელის,მიმავალს მარტოს?

ფოთლები ირხევა,მიწა კი იძვრება,
რაღაცა მირბის,სადღაცა ჩქარობს,
თვალი მოვკარი ეს ხო მგელია,
არც კი გაჩერდა,ალბათ ელიან.

უკან გავყევი მე მარტოდ მარტო,
გულიც დამშიდდა,არ ვიცი რატომ...
აღარც კი ღელავს უწინდებურად
სიჩუმეს უჩოქებს სიმშვიდეს მარტო.

ტყიდან გავედი,მეშველა ვფიქრობ.
გამოვაღწიე იმ ტანჯვას თითქოს.
სავსე მთვარეა მხოლოდ და მხოლოდ,
ის მგელიც არსად ჩანს,დავკარგე,ვფიქრობ...

გზა გავაგრძელე,ვხედავ მე იმას,
მარტო არა არის,ხროვაა ვხედავ,
ეს ოჯახია .!!! მათი დიდი ძალა,
მთვარეს შესცქერიან დინჯად და ნაზად.

გულმა მიღალატა და ღელვა დაიწყო,
მგელმა ეს იგრძნო და ყმუილი დაიწყო,
სხვა მგლებიც აყვნენ და სიმღერა გაისმა,
ჩემი ფიქრები კი არევას მიეცა.

წრე შემომარტყეს,წრეში მე ჩამაგდეს,
ვიღაცას ელიან თვალებით მე მჭამენ,
უცებ ჩამოვარდა სიჩუმე მკაცრი,
ბინდიც გამოიჭრა და ჟამიც მოდის...

თვალები უნათებს წინიდან მოდის,
შიშის ზარს მცემს და გულიც მიძგერს,
ჩემს წინ მოსულმა დაიწყო სიმღერა,
დანარჩენებმა ხორუმის ცეკვა.

თვალთ მიბნელდება მღერიან ისევ,
ზეიმს მიეცნენ ცეკვას ისევ ,
გულმა მიმტყუნა,ვფიქრობ მე ამას,
თვალწინ გამირბინა ცხოვრებამ სწრაფად.

თვალთ გამინათდა,გულს უბრძოლია,
ნათელს მე ვხედავ თვალებში მნათობს.
მზე ამოსულა სხივებს მე მიშვერს,
გზაზე ვიწექი მე მზის შემყურე.

გზას გავუყევი შინისკენ მავალს,
გზაში მიმავალს ხმა შემომესმა,
მგლების სიმღერა მე გამახსენდა
მე მაცილებენ შინისკენ მავალს.
საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს ავტორი! ჩვენგან მასალების დაკოპირების შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს წყარო: GOGAGGG.com