Advertisement

Close [X]

gov.ge
gzavnili
ანეკდოტები
456

ანეკდოტები


ორი პროგრამისტი ხვდება ერთმანეთს.
პირველი: აუ გუშინ მაგარ სუფრაზე ვიყავი და მაგარი Propertis-ების ქალი ვნახე.
მეორე: მერე რა ქენი ხო არ შემარცხვინე ჰა?
პირველი: სამწუხაროდ კი Read Only იყო.





* * *





პროგრამისტს არ ეძინება, ადგება, ჩაიცმევს, გაიხდის, ისევ დაწვება და დაეძინება





* * *





რითი განსხვავდება დამწყები პრიგრამისტი დასრულებულისაგან?
დამწყებს გონია რომ კილობაიტში 1000 ბაიტია, დასრულებულს გონია რომ კილომეტრში 1024 მეტრია





* * *





პროგრამისტი წყალში იხჩობა:
- F1, F1, F1 . . .





* * *



ცოლი ეუბნება პროგრამისტს: ძვირფასო, აი სანამ დავქორწინდებოდით, სულ სხვანაირი იყავი, უფრო ალერსიანი, ყურადღებიანი, ყვავილები და საჩუქრები მოგქონდა, ბევრს ვსეირნობდით, იყო ბევრი რომანტიკა....ეხლა კი საერთოდ აღარ მაქცევ ყურადღებას...
პროგრამისტი: ძვირფასო, ის Demo ვერსია იყო!





* * *





პროგრამისტი ლიფტში შედის, აჭერს 1-იანს და 2-იანს და enter-ს უწყებს ძებნას





* * *



მანქანაში სხედან გაიშნიკი, მატორისტი და პროგრამისტი. მანქანა გზაში გაუფუჭდებათ და გაიშნიკი ამბობს: ვინმეს გამოვიძახებო, მატორისტი ამბობს მე გავაკეთებო, პროგრამისტმა თქვა .... არ უნდა არაფერი ეხლა სამივე ჩავიდეთ და თავიდან ჩავსხდეთო





* * *



პროგრამისტი მოკვდა და საფლავის ქვაზე დააწერეს: Runtime Error!





* * *





2 პროგრამისტი საუბრობს:
პირველი: აუ მოდი რა დღეს მაინც ნუ ვილაპარაკებთ კომპიუტერებზე
მეორე: კაი მაშინ ნაშებზე ვილაპარაკოთ. გუშინ მივიყვანე ნაშა სახლში, გავხადე და გადავაწვინე კომპიუტერზე.
პირველი: აუ მართლააა? რა კომპიუტერი გაქვს?





* * *

პროგრამისტმა შვილი ზოოპარკში წაიყვანა, როდესაც პინგვინების გალიასთან მივიდნენ ბავშვმა წამოიყვირა:
- მამი შეხე ლინუქსები, ლინუქსები...




* * *



პროგრამისტს ეკითხებიან რა განსხვავებაა ცოლსა და შეყვარებულს შორის
პროგრამისტი: შეყვარებულს Uninstall-ს უზამ და ცოლზე არც Repair მოსულა და არც windows გადაყენება შველის.







* * *





პროგრამისტი გაიჭედა ლიფტში და Ctrl,Alt,Del-ის ძებნა დაიწყო





* * *





პროგრამისტს ეკითხებიან:
ქალთან XXX დროს რამდენ ენერგიას ხარჯავ?
პროგრამისტი: დაახლოებით 30 მბ





* * *





ნამდვილი პროგრამისტი არასდროს მოკვდება შიმშილით ..
თუ საჭმელი შემოაკლდება - კლავიატურიდან გადმოყრილი ნამცეცები ერთ კვირას მაინც ეყოფა.





* * *



პროგრამისტის შვილს ეკითხებიან აბა ანბანი ჩამომითვალეო.
პროგრამისტის შვილი: Q W E R T Y U I O P ..





* * *





დილას ქმარი დადის ანერვიულებული წინდაუკან ცოლი კითხავს: რა დაგემართა? ბანკის შეკვეთა რო მქონდა პროგრამაზე, დავასრულეო და მერე რა განერვიულებს კაი ფულსაც მოგცემენო
... რა და ღამე Backspace-ზე დამეძინაო...





* * *



პროგრამისტები სვავენ სადღეგრძელოს:
_მოდი ამ ჭიქით ჩვენს პაპა ბებიებს, ასემბლერს და პასკალს გაუმარჯოს







* * *





სვანი პროგრამისტი ვინრარის საინსტალაციოს დარარავს





* * *



სვან პროგრამისტს ბავშვი დაეკარგება და Google-ში დაუწყებს ძებნას





* * *





სვანმა იმდენჯერ შეიყვანა არასწორი პაროლი რომ ბოლოს კომპიუტერი დანებდა





* * *



ცოლი ეუბნება პროგრამისტს: ჩადი მაღაზიაში და ამოიტანე ერთი ძეხვი, ხოლო თუ კვერცხიც იქნა, ათი ცალი წამომიღე.
პროგრამისტი ბრუნდება სახლში და მოაქვს ათი ცალი ძეხვი.





* * *



პროგრამისტს ცოლი გააბრაზებს და ეუბნება შენ ქალო ცოტა აზრზე მოდი თორე ALT და F4 არ აგცდებაო...


ქალო ხომ ხედავ ვკვდები და ახლა მაინც მითხარი, რომ მღალატობდი.
-ვაი და რო გადარჩე?!


* * *
ზაქრო,–ეუბნება ცოლი კახელს,–ფარდები უნდა შევიძინო.
– ფარდები რა ჩემ ფეხებად გინდა?
– ეგე, ჩვენ წინ სტუდენტები ცხოვრობენ. უცებ შიშველი, რომ დამინახონ?
– დაგინახავენ და თვითონ იყიდიან ფარდებსა.


* * *
გეპეის სტუდენტი გოგოსთან ერთად სეირნობს რუსთაველზე. ჩაუარეს სამწვადეს:
-მწვადი გინდა?
- არა?
- კაი ბატონო.
ცოტა ხანში ჩაიარეს სახინკლესთან.
-ხინკალი გინდა?
- არა?
- კაი, ბატონო.
მიუახლოვდნენ ლაღიძის წყლებს.
-წყალი გინდა?
-კი,-დაასწრო გოგომ.
-გევიაროთ ცოტაც, კაი ფანტანი ვიცი.


* * *
მეგრელის მონოლოგი: მივდივართ 40 მეგრელი კანტიკუნტად... გევიხედეთ და მოდის 2 სვანი ჯგროდ... დეგვიწყენ ახირება.. გავლახეთ, იმდენი გავლახეთ დავრჩით ორი ორზე... ძაან რომ გაჭირდა ემევიღე დანა და დავარტყი, აგერა შრამი თუ არ გჯერა... გამოვეკიდე მეორეს... მივდევ - მირბის, მოვიხედავ - მომდევს... ბოლოს დევეწიე და იმდენი ვურტყი ძლივს მევედი გონს საავადმყოფოში...


* * *
სვანს ეკითხებიან რა მანქანა გყავსო და სვანმა უპასუხა ოთხი ნოლიო (ანუ აუდიო)
ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:
– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?
– ორ მილში.
მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:
– მარჯვნივ თუ მარცხნივ?
– ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.


* * *
შევარდნაძე კვდებააა ხოდა დაუსვამენ დიაგნოზს რომ უნდა გადაყლაპოს მამალი ჭიაყელა ამით გადარჩება მაგრამ ვერავინ ვერ რისკავს ბოლოს უკვე რაა აი ბოლო წუთები რომ აქვს მოვა კაციიი და მოიყვანს ჭიაყელას
აი ეს გადააყლაპეთო იტყვიან ეს ხალხიც მოდი გადავაყლაპოთ ხუთი წუთი არც იქითაა და არც აქეთო ხოდა გადააყლაპებენ და მართლაც მამალი არ აღმოჩნდებაა. ხოდა გამოჯანმრთელდება დაიბარებს ამ კაცს თავის კაბინეტში შევარდნაძე და ეკითხება ეს ყველაფერი კაი შენი დიდი მადლობელი ვარ მაგრამ როგორ მიხვდი ჭიაყელა რომ მამალი იყოო ამ კაცმა გაიღიმა და უთხრაა ბატონო ედურად ამბროსოვიჩ როდესაც ეს ამბავი გავიგე ძალიან შევწუხდი მივედი ჭიაყელებთან და ვუამბე თქვენი გასაჭირი ამან კი პირველმა წამოიძახა ამ ჩემ ყ...ო ავდექი და წამოვიყვანეოოო


* * *
გუშინ ქუთაისში ჭიაკოკონობა იყო და ეშმაკის ბორბალი დაწვეს


* * *
გურული ცოლს შეუსწრებს სხვა კაცთან საწოლში და გაბრაზებული კითხულობს _ რას აკეთებს აგი ყაზილარი ჩემსლოგინშიო,
_ არ მკითხო, სასწაულებს, სასწაულებსოოოო - უპასუხა ცოლმა:)))



* * *
ორი კაციჭამია გემრიელად სადილობს:
– ერთი რაღაცა უნდა გითხრა, მაგრამ არ გეწყინოს. შენი სიდედრი არ მომწონს.
– არ მომწონსო და ძალიან გემრიელად კი მიირთმევ.


* * *
გაკვეთილზე:
– აბა, გუჯა, მაჩვენე, სად არის წითელი ზღვა?
– არ გამოვა, მასწ, დალტონიკი ვარ.



* * *
რისთვის ზიხარ? – ეკითხებიან ციხეში გურულს.
– ერთი პატარა შეცთომიზა, ძამა.
– რაში შეცდი?
– ჩემი ასდოლარიანი ამერიკულზე ორი მილიმეტრით მოკლე აღმოჩნდა.


* * *
ოსმა პოლიციელმა ქურდი დაიჭირა.
– გამიშვი და 300 მარკას მოგცემ, – დაპირდა ქურდი.
– 300 მალკა ბებიასენს მიეცი, ლა ძანდაბად მინდა! წელილებს ალავის ვუგზავნი. ძობია, 30 ლარი მომცე.



* * *
ცოლმა ქმარს მიახარა:
– ძვირფასო, მალე მამა გახდები.
– მაინც დაგირეკა იმ ჩათლახმა ლამარიამ, ხომ?!


* * *
– რატომ დაგიჭირეს? – ეკითხებიან პატიმარს.
– პრეზიდენტს ვუჭერდი მხარს.
– შენ? – ეკითხებიან მეორეს.
– მე არ ვუჭერდი მხარს პრეზიდენტს.
– და შენ? – ახლა მესამეს ეკითხებიან.
– მე ვიყავი ის პრეზიდენტი.

1. კაცს მაგრად დაკბენს ძაღლი ფეხზე, და პატრონს უებნება:
- შენმა ძაღლმა ხორცი მომაჭამაო…
- უი ალბათ შარვალიც გაგეხაო
- არა, ამიკაპიწა და ისე მიკბინა...

2. ტიპი არის მაგარ პახმელიაზე, შევა სახინკლეში და დაითრევს 10 ხინკალს, პივას, კოკა-კოლას და ანგარიში მომიტანეთო და 50 თეთრიო, და გაგიჟდება როგორ ასეთი იაფიო, გადაიხდის, წავა მეორე დღეს ძმაკაცთან ერთად მოვა ორივე მაგარ პახმელიაზეა, დაითრევენ 20 ხინკალს 2 ქაბაბს 2 ლუდს და ანგარიშს მოატანინებენ ჩვენზე რამდენიაო და 1 ლარიო, გაგიჟდება, გადაიხდის წავა. მესამე დღეს გადაიხდის დაბადების დღეს 200 კაციან სუფრას თავის ხიზილალებით და ასატრინებით და ანგარიშს მოატანინებს და ლარ ნახევარიო და გამოდებილდება მასტი, და დირექტორი მანახეთო თქვიო.. შევა დირექტორის ოთახში და ბავშვი ზის 5 წლის, ეს ეკითხება დირექტორი შენ ხარო? და ბავშვი პასუხოსბს დირექტორი ბათუმშია დედაჩემთან ერთად და მაგას ვანახებ დედის***ნა როგორ უნდაო.


3. დედა და მამა ერთმანეთს “ესიყვარულებიან” ამ დროს მოვა შვილი და მამას ეუბნება მშიაო. მამა ეტყვის:
- ეხლა მაცადე ცოტახნითო, მიდი ფანჯარაში გამვლელები დაითვალე და რამდენი გამვლელიც იქნება იმდენ დოლარიანს მოგცემო.
ეხლა ეს ბავშვი ითვილს გამვლელებს და მამას ეუნება:
- მაა, მაგარი დაგენ*რა!
- რატო შვილო? ბავშვი:
- პანაშვიდია!

4. კაცი წავიდა ბაზარში ქათმის საყიდლად და არჩევს ქათამს აიღებს ერთს შეუყრის თითს უკანალში და იტყვის ეს გორიდანააო.. არმინდაო, აიღებს მეორეს იმასაც შეუყრის ეს სამეგრელოდანააო არც ეს მინდაო, იქვე დგას მთვრალი კახელი უსმენს უსმენს და ეუბნება
- ჯოო მაიტა მეც შემიყავი იქნებ გაიგო სად ვცხოვრობ ორი დღეა ვერ მიპოვნია ჩემი სახლი.

– ექიმო, თქვენი გამოწერილი წამალი ძალიან მომიხდა.
– არ გადამრიო! რომელ აფთიაქში იშოვე, გაფიცებ ყველაფერს?!

* * *
ავტობუსში ჭედვაა.
– ცოტაც მოითმინე, ცოტაც და მეოთხე გაჩერებაზე ჩავალ.
– კაი დაგემართოს, მარა ჩემი ფეხიდან რომელ გაჩერებაზე ჩახვალ?


* * *
კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტული სწავლებაა და რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაამატეს.
ერთი თვის შემდეგ, თბილისიდან ჩავიდა კომისია. დაათვალიერეს სკოლა და დირექტორს ეკითხებიან:
_ რატომაა, რომ "საგზაო მოძრაობის წესები" და "სექსუალური აღზრდა" სხვადასხვა დღეებში გაქვთ?
_ მაი, ვირმა აღარ უნდა დაისვენოს, ჯო?!


* * *
ექსკურსიას მიმართავს გიდი:
_ ახლა კი, თუ გურულები ცოტა ხნით გაჩუმდებიან, თქვენ გაიგონებთ ნიაგარის ჩანჩქერის ხმას!


* * *
რუსულ ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს დაავალებენ, ტყიდან კურდღელს ვინ უფრო მალე გამოიყვანსო.
ამერიკელები შეკრიბავენ ჯგუფს, ფსიქოლოგი, სნაიპერი, ლოგისტი, ერთი პოლიციელი და მონადირე. შევლენ, 2 საათში იპოვნიან კურდღელს და გამოიყვანენ.
რუსები შევარდებიან ტყეში ტანკით და 12 მთვრალი სპეცნაზელით "ურას" ძახილით, ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ სამოცდაათამდე ცხოველს და გამოიყვანენ მკვდარ კურდღელს .
ქართველები შევლენ, სამი ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემის და დედის გინების ხმა ... გამოიყვანენ დათვს, დასვავენ და დათვი წერს: ვაღიარებ ! მე ვარ კურდღელი!


* * *
– რატომ წევს შენი ცოლი საავადმყოფოში?
– ღილი ამაწყდა კასტუმზე, დააკერე–თქვა და არ დააკერა.
– მერე?
– მე დავაკერე და... გოუსკდა ცხვირი.


* * *
– აი, – ემუქრება ცოლი ქმარს, – დავწერ ახლა ჩვენს ზეწარზე, რომ არაფერი შეგიძლია და მთელი შენი ძმაკაცობა გაიგებს 24 საათში.


* * *
კახეთში მინდორში უცხოპლანეტელთა ხომალდი დაჯდება, იქიდან ლამაზი ქალი გადმოვა და იქვე მომუშავე მიხოს და შაქროს გამოელაპარაკება. შაქრო მიხოს ეუბნება:
– ჯო, მიხო, მე გამგებელთან გავიქცევი, შენ კიდევა კარგად მოეპყარი, იცოდე, არ შაგვარცხვინო.
რამდენიმე წუთში შაქრო გამგებელთან ერთად დაბრუნდება და ხედავს, მიხო და უცხოპლანეტელი ჩხუბობენ. გაშველების შემდეგ შაქრო მიხოს ეუბნება.
– ჯო, ხომ გითხარი, არ შეგვარცხვინო თქო!
– რა ჩემი ბრალია, ჯო! შევეკითხე თქვენთან ბალღებს როგორ აკეთებენო, მან კიდევა, რაღაც ჩემოდანი გადმოიღო, "კნოპკებსა" თითი დააჭირა და ბალღი გააკეთა. მერე მე მკითხა, თქვენთან როგორღა აკეთებენო და მეც ვანახე, ჰოდა გადამეკიდა, გინდა თუ არა, აპარატები გავცვალოთო...



* * *
სამი ნარკომანი მატარებლის ლიანდაგზე მიხოხავს. ერთი იძახის:
_აუ რა მაღალი კიბეა.
მეორე:
_თან რა დაბალი მოაჯირი აქვს.
მესამე:
_არაუშავს, აგერ ლიფტი მოდის...


* * *
ღიპიანი მამაკაცი სკოლის წინ დგას და გაკვეთილის დამთავრებას ელოდება.
უცნობი ქალი მიუახლოვდება და ეკითხება.
-უკაცრავად თქვენც ბავშვს ელოდებით?
-არა ქალბატონო მე ბავშვობიდან ასეთი ღიპიანი ვარ.


* * *
სასამართლო დარბაზში განიხილება საქმე.
მოპასუხე – 86 წლის ქალბატონი.
– ჩემთვის ვიჯექი პარკში‚ თბილი‚ წყნარი ამინდი იყო. ჩემს სკამზე ახალგაზრდა ყმაწვილი ჩამოჯდა. ვიგრძენი‚ თეძოზე დამადო ხელი‚ თავიდან მინდოდა‚ აღშფოთება გამომეხატა‚ მაგრამ ნაზად‚ ალერსიანად მისვამდა ხელს და ისე მესიამოვნა‚ გავჩუმდი – უკვე 40 წელია გასული‚ რაც მამაკაცის ხელი არ შემხებია. შემდეგ ხელი ზემოთ ამოაცურა‚ მკერდზე გადამისვა ნაზად... ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ წამოვიძახე:
– შენი ვარ‚ შენი‚ დამიპყარი! – მან კი – პირველ აპრილს გილოცავ‚ ბებიაო!.. – მითხარით‚ თქვენო აღმატებულებავ‚ არ უნდა დამებრიდა ეს ლაწირაკი?!


* * *
დედა-შვილი პარკში სეირნობს. ბილიკზე მტრედი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა.
– დედა‚ პური გვაქვს?
– აუ‚ ახლა ამან პურიც მომინდომა‚ უპუროდ ჭამე!


* * *
თქვენი ხაზები ხელისგულებზე იმაზე მეტყველებენ‚ რომ - უნდა დაიბანოთ


* * *
მიღწევაა: 3 წლის ასაკში მშრალ ლოგინში გაღვიძება.
17 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.
25 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.
35 წლის ასაკში – კარგი კარიერა და ოჯახი.
45 წლის ასაკში – ოჯახი და კარიერა.
55 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.
65 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.
85 წლის ასაკში – მშრალ ლოგინში გაღვიძება


* * *
– მანდ რას აკეთებ?
– მაროს სიცხეს ვუზომავ.
მიხომ კარადიდან თოფი გამოიღო და ექიმს ეუბნება:
– ერთი მაგ გრადუნიაზე ციფრები არ ეწეროს და დედას გიტირებ!


* * *
ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:
– რავა ხარ?
– რა ვიცი, ვარ ნელა-ნელა.
– ნაზიკია რავა გყავს?
– ქე არის ჰუმანიტარული დახმარებასავით.
– მაგი რაფერ?
– აღარ ვარგა და მაინც ვხმარობ



* * *
მამაკაცი პარკში გრძელ სკამზე ზის... მოღუშულია.. გამვლელი მიუახლოვდა და ეკითხება:
– რა გჭირთ‚ რამე მოხდა?
– დაჯექით და მოგიყვებით.
მამაკაცი დაჯდა:
– საქმე ისაა‚ რომ სკამი ახალი შეღებილია
20-04-2013, 05:55 aTTiLa სხვა...