დამატებითი ინფორმაცია
  • ნახვები: 1580
  • ავტორი: aTTiLa
  • თარიღი: 26-03-2013, 10:37
აკრძალული სიტკბოება (ისტორია)

აკრძალული სიტკბოება (ისტორია)


ბალიშიდან თავიი წამოვწიეე დაა საათისკენ გავიხედეე 11 საათი იყო. გამიკვირდაა დღეს ხომ კვირაა დაა ესე ადრეე რატომ გამეღვიძათქო. მხიარულად ავდექიი დაა დედას გავძახე ყავაა გამიკეთეთქო.
ხო მე ვარ, ემილია, 17 წლის ვწავლობ ჯერ კიდევ სკოლაში 12 კლასში ვარ მიყვარს ცხელი ჩაი დაა გაცივებული ყავა. ჩაი მაშინ მიყვარს როცა წიგნს ვკითხულობ. ყავაა კი ნებისმიერ დროს შემიძლია დავლიო... ჰო კიდე ხატვა მიყვარს... კიდე შოკოლადი მიყვარს რომელსაც უზომოდ ბევრს ვჭამ... ზოგადად მხიარული ადამიანიი ვარ. მოწყენის მიზეზიც კი არ მაქვს. მყავს საყვარელი ძამიკო 20 წლისაა დაა ჩემზე კარგად ზრუნავს ესე რომ ვთქვათ მამის მაგივრობასაც მიწევს. მამა ევროპაშია. სამუშაოს გამო. დედა კი, მე საუკეთესო დედა მყავს. ის არის ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი დაა ყველაზე გამგები ადამიანი... კიდეე რაა მიყვარს? კიდეე სეირნობაა მიყვარს. ჩემს "დარტყმულ" დაქალთან ერთად....
ქვევით ჩავედი...
-დედა ყავა არ გამიკეთე?
-არ მცალია ემი შენით გაიკეთე რა...
-ჰო კაი კაი... - ბუზღუნით წამოვდექიი დაა სამზარეულოში შევედი. ჩემი ძმა იქ იყოო დაა გაშტერებული კედელს უყურებდა...
-ჰეი ალექს დადებილდი?
-გოგო ნახეე...
-რაა?
-კედელიი ვარდისფერია....
-გიჟიხარ შენ ჰო იცი...
-ყავა მეც დამისხი რა, ისე ხვალ რამდენიი უნდაა ვცემოო იცი?
-რაა დებილი ხარ. ნუ მახსენებ თორემ გაქრობაა მინდება... (ხვალ კი 14 თებერვალი იყო)
-ჰო შენი ბრალიაა სხვათაშორის
-რაა არი ბიჭო ჩემი ბრალი? რაა მოგხვდაა თავში?
-შენიი ბრალიაა ეგეთი ლამაზიი რო ხარ
-დებილი ხარ რა... აჰაა დალიე
-არგინდაა დღეს შენიი კლასელი მოვიდეს აქ? -დაა ტუჩები გამოპრუწა
-რომელი?
-ანა თუ ანი თუ რაცქვიაა რა
-აუუ რაა დებილი ხარ, შენ რაა მოგეწონა?
-ვინ გითხრა რო ძუკნებიი მევასებაა? -დაა გაიცინა.
ანი ეს ჩემი კლასელი იყო. რომელიც ჩემთან მოდიოდაა ხოლმე... მართალიაა ცოტაა შელახული რეპუტაციის გოგო იყო მაგრამ კარგი ხასიათი ქონდა... ვმეგობრობდით.
-დაურეკე რაა მოვიდეს.
-არა! დღეს მეე დაა ტასოო საღამოს ბარში მივდივართ
-ჰოო ჩვენც
-ვინ თქვენც?
-მე დაა ლუკა
-მერეე?
-ანუ ოთხნი მივდივართ.
-ჰო კაი კაი არ მინდაა ეხლაა აქ თვალების ბრიალი...
-მიდი მიდი შენ იმეცადინეე და საღამოს ერთად წავიდეთ.
ოთახში ავედი და მეცადინეობით 5 საათში დავიღალე. აბაა აბიტურიენტი ვიყავიი დაა სხვაა რა გზა მქონდა. საღამოს 6 საათი იყო ტასოც მოვიდაა და ეხლაა ლუკას უცდიდით რომელიც ყოველთვის ყველგან აგვიანებდა. ლუკა იყო ალექსის საუკეთესო ძმაკაცი. ტასო კი ჩემი "დარტყმული" დაქალი...


კაფეში შევედით ფანჯარასთან მდგარ მაგიდას მივუსხედით და კველაა გოგოს და ბიჭის კრიტიკაა დაიწყეს მეე კიდეე არ მიყვარდა მსგავსი გართობა დაა უბრალოდ ვწრუპავდი წვენს დაა ვიცინოდი მათ ნათქვამ ხუმრობებზე. ბარში ორი ბიჭი შემოვიდა ერთი გაშტერებული იყურებოდა ჩვენკენ...
-შეიძლება? -თავისუფალ ადგილას მიგვითითა
-აქ ვერ მხედავ?-შეუბღვირა ჩვენ კი ვიგუდებოდით სიცილით,
-რაიოკ შე*ემა არ მოგეწონა? კაი სასიძო იყო არადა-დასცინა ლუკამ.
-ბიჭო შენ ჰოარგაჭედე. რასგავდაა ვერშეხედე
-ჰო კაი ვიხუმრე ვა
ესე სიცილ ხარზხარში გავატარეთ მთელი საღამო და სალხებში წავედით. ღამოს ორი საათი იქნებოდაა ვიღაცის ბღავილმა გამაღვიძა ფანჯრიდან გავიხედეე და.. "ო ღმერთო ეს იდიოტი" ჩემი პარალელ კლასელი იდგაა დაა გული დაენთო. "ფუ რა დეგენერატია" ფარდა გადავწიე შუქი ჩავაქრეე დაა ისევ დავიძინე. გავიგონეე როგორ გადასძახა ალექსმა რომ წასულიყო რადგან მეძინა. გამიკვირდა რომ არ დაემუქრა. მეც ტკბიდალ დავიძინე.
დილით კვლავინდებურად მხიარულად წამოვდექი მაგრამ გამახსენდაა რომ დღეს ბოსაბეზრებელი დღე მელოდა, ხასიათი არ გავიფუჭე ყავა დავლიე... ალექსმა სკოლაში წამიყვანა. კლასში შევედი ჩემს მაგიდაზე ერთი ცალი ვარდი და წერილი იდო... "როგორ მომბეზრდა" არც წამიკითხავს ისე გადავაგდე. არც მაინტერესებდა ვინ დადო. ჩემი კლასელიც მოვიდა. რომელიც როცაა მიყურებდა "ლენჩდებოდა" ხელში პატარა ყუთი ეჭირა მოვიდაა და მომცა. გამოვართვი მადლობა გადავუხადე (არვიცი რატომ მაგრამ არ მინდოდა წყენოდა რაიმე) პატარა სამაჯური იყო 1 გაკვეთილის შემდეგ მივედი და ლოყაზე ვაკოცე. მგონი ყველაზე ბედნიერი წუთი იყო მისთვის... გაკვეთილებიც დამთავრდა და სახლში შევედი მისაღებში დედა იჯდაა მივედი ჩავეხუტე და ვაკოცე.
-თაიგულები იქით დევს ემი და რომელიც მოგეწონება იმასთან ერთად წადი საღამოს-და გაიცინა
-დედაა გეყოს
-მოიტანეს დაა რა ვქნა
-ნუ დამცინიი დედაა!
მთელიდღე ჩემს ოთახში გავატარეე არავინ ნახვაა არ მინდოდა... მაგრამ ალექსიი შემოვარდაა ყვირილით
-ემი ემი ნახეე რაა ვიპოვეე კარებთან-დიდი დათუნიაა შემოიტანა დაა გვერდით დამისვა.
-კარგიი რა ალექს ესს რაა არიი ?
-კარებთან იდოო უბრალოდ...-სიცილს ძვლივს იკავებდა დაა ბოლოს გულიანად გადაიხარხარა.
უკვეე საღამოო იყოო დაა სახლიდან გამოვედიი ჩემ საყვარელ ბარში დავჯექიი მარტო და ყავა შევუკვეთე. ბარში ახალგაზრდაა ბიჭი შემოვიდაა დაა პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. ბარი თითქმის ცარიელი იყო მაგრამ მაინც იკითხა "შეიძლება?" პასუხი არც გამიცია ისე დაჯდა. გარეთ ვიყურებოდი მხიბლავდა ეს ბიჭი თუ კაცი. არც ეს ვიცოდი.
-თქვენი სახელი?
-ემილი
-მე დიტო -ხელი გამომიწოდა დაა მეც თავაზიანად ჩამოვართვი
-რამდენი წლის ხართ?
-ჩვიდმეტის თქვენ?
-26ის.-უცებ შევიშმუშნეე უხერხულობისგან. იმდენად მაიტერესებდაა ეს კაცი რომ არც მიფიქრიაა წასვლა. კარგად გავიცანით ერთმანეთი. ნომრებიც კი გავცვალეთ.
-გინდათ ლამაზ ადგილას წაგიყვანოთ?
-უკვე გვიანია უნდა წავიდე
-ხვალ იყო
-კარგი მაგრამ გთხოვ აღარ მელაპარაკო თქვენობით თორემ თავს უხერხხულად ვგრძნობ.
-კარგი როგორც გინდა. შეგიძლია ხვალ სკოლა გააცდინო?
-ხუმრობ?
-არა მართლა. ხომ დაგპირდი ლამაზ ადგილას წაგიყვანთქო.
-კარგი.
-ანუ დილით გნახავ.
-კი მნახავ.
-მოგწრ.
-კარგი
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში წავედი გზაში ვფიქრობდი ვინ იყო რა უნდოდა მაგრამ არ შემშინებიაა მასთან ერთად წასვლის დავწექიი დავიძინე დაა ვიყავი მომდევნოო დღის მოლოდინში...
გათენდა...



არვიცი რატომ მაგრამ კარგ განწყობაზე ვიყავი. არა საუკეტესოზე! ეს ალბათ იმით იყო გამოწვეული რომ უნდა მენახა დიტო. "ღმერთო ჩემო როგორ ვიქცევი, ის ხომ 9 წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ მიზიდავს" ვფიქრობდი და ჩემს ძმას ჩავუუჯექი მანქანაში. ტასოს მივწერე: "სკოლასთან დამელოდე და რაღაც უნდა გითხრა" როგორ გაიწელაა საოლამდე მისასვლელი გზა ვათვალიერებდი გამვლელ გამომვლელებს და ჩმეთვის ვფიქრობდი რომ ვაითუ არ მოვიდეს. მაგრამ ამის გაფიქრებაც სისულელე იყო, სმსი მომივიდა:
''იმედია არ გადაიფიქრე"
"არა"
"ძალიან კარგი, სკოლის უკან დაგელოდები"
აღარ ვუპასუხე, როგორც იქნა სკოლამდეც მივაღწიე გადავედი მანქანიდან. ტასო გარეთ მიცდიდა...
-მოხდა რამე?
-არა გოგო უბრალოდ დღეს სკოლაში არ შემოვალ. ვიღაც უნდა ვნახო
-აააააააააააა? ეს შენ ხარ ემი? რამეე ჭამე თუ ჩაგიყარეს? არაფერიი დამიმალო
-ნუ ბოჟიალობ გოგო, გუშინ გავიცანი, მინდაა მასთან უნდა წავიდე. თუ მიკითხონ ვითომ ავად ვარ.
-კარგი ჭკვიანად და იცოდე არაფერი გააფუჭო
-იდიოტო მიყვარხარ
-მეც, დებილო
სკოლის უკან გავედი გაკვეთილები უკვეე დაწყებული იყო დიტო კი იქ მიცდიდა. მანქანაზე იყო მიყუდებული მაღალი ქერა ბიჭი რომელიც საოცრად მიზიდავდა მივუახლოვდი... მისი მწვანე თვალები მაგიჟებდა....
-გამარჯობა
-დააგვიანე. ჩაჯექი.-რატომღაც უხეში ტონი მომეჩვენა მაგრამ მაშინვე მანქანაში ჩავხტი ღვედი შევიკარი დაა ისიც 1 წუთში ჩემს გვერდით იყო- აბა სად მივდივართ?
-მე მეკითხები?
-რათქმაუნდა არა.
-აბა?
-ჩემს თავს.
-აფრენ?
-კი. შენზე.-გავშეშდი ვერაფერი ვთქვი სასიამოვნოდ გავიღიმე.-მენდობი?
-კი
-რატომ?
-შენ თვალებში ვხედავ რომ უნდა გენდო.
-იქნებდა ლინზაა?
-არ არის ლინზა!
-მართალი ხარ.
-ვიცი-თავდაჯერებული ვთქვი და გავუღიმე
-არ გეშინია?
-რისი?
-იქნებ მანიაკი ვარ
-არ ხარ
-რატომ გგონია
-არმგონია. ვიცი!
-შენ რა ზედმეტად განათლებული ხარ.
-და შენ კი ყველაფერი თვალებზე გაწერია.-მანქანა უკვეე ქალაქს გასცდა და სულაც არ მაღელვებდა ეს... ვენდობოდი წინა დღეს გაცნობილ "ბიჭს" თან ვენდობოდი 100%ით. რატომ? არ ვიცი... მისი თვალები და ჩემი გული ამბობდა რომ უნდა ვენდო. გონებაც კი გულს ეთანხმებოდა. (ეს იყო პირველი შემთხვევა)
-ლამაზი ხარ!
-მადლობა...
-ვიცი რომ იცი.
-არ მიცდია მაგისთქმა
-რამნიშვნელობა აქვვს
-არც არაფერი. სად მივდივართ?
-ლამაზ ადგილას.
-შორს არის ?
-არა თითქმის მივედით.-მანქანა შუაგზაზე გააჩერა ორივე მხრიდან მანქანებიი დადიოდნენ და ვერც ეცდებოდი იქ გადასვლას.
-რას აკეთებ?
-მოვედით
-აქ რა გვინდა?
-აღარ ვაგრძელებ გზას
-რატომ?
-მიტომ
-გააფრინე?
-გინდა გავაგრძელო?
-კი.
-მაშინ რაღაც უნდა გააკეთო
-რა?
-უნდა მაკოცო
-სად?
-ლოყაზე-მივედი დაა ნაზად ვაკოცე-ტუჩზე ჯობდა
-რატომ?
-უფრო გინდოდა
-შენ რა იცი?
-დაგიმტკიცო?
-კი.
სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა მხოლოდ მილიმეტრები აშორებდა ჩვენს ტუჩებს სისხლი მიდუღდა გული ისე ცემდა მეგონა სადაცაა გაგჯებათქო. შემეხო მისი ტუჩები ინსტიქტურად თვალები დავხუჭე მეგონა გადავეშვებოდი სასიამოვნო მარადისობაში, მაგრამ შევცდი მალევე შეწყდა ეს და დიტო გაიწია.
-ხომ გითხარი.
-გიჟი ხარ
-მაგრამ გიზიდავ
-რა გინდა?
-რა?
-ჰო რა?
-ვინ !
-კარგი ვინ?
-შენ
-რატომ?
-იმიტომ რომ შენც გინდა
-თავდაჯერებული იდიოტი.
-რატომაც არა- თვალი ჩამიკრა დაგზა განაგრძო....


მანქანით კიდევ ცოტაოდენი გზაა გავიარეთ და შემდეგ მთავარი გზიდან გადაუხვია გამოჩნდა გაშლილი ნუიდვრები დაა ახლომახლო სახლი რომელიც ტბის პირას იდგა... მანქანა ამ სახლთან გააჩერა გამიკვირდა... მანქანიდან გადმოვედი დაა ტბისკენ ნელი ნაბიჯებით გავემართე... ტბის პირას დავდექი დაა უკნიდან ვიგრძენი დიტოსა დაჟინებული მზერა ცოტა ხანში კი მისი სუნთქვა ჩემს თმებზე...
-მოგწონს?
-კი, ლამაზი.
-მგონი ცივა.
-კი ძალიან
-წამოდი სახში შევიდეთ ცეცხლს დავანთებ-ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა მისაღებში შევედით სახლი ძველებულად იყო მოწყობილი რაც ძალიან ლამაზი იყო, მისაღებში მაგიდა და ორი სკამი იდგა იქვე დივანი იყო და ბუხარი... დიტომ ცეცხლი დაანთო.
-ყავა თუ ჩაი?
-ჩაი-მე ხომ ამას მაშინ ვსვავდი როცა მარტო ვიყავი და ვფიქრობდი რაიმეზე, ან წიგნს ვკითხულობდი. ჩამოვჯექი... უკვე კარგი სითბო იყო ოთახში. დიტოც მოვიდა და ჩაი მომიტანა.
-მოკლედ დროა გამიცნო-ფეხზე წამოდგა-მე ვარ დიტო არაბული მოწოდებით მატყუარა, მაგრამ პროფესიით მსახიობი. ასაკით დიდი ხოლო ჭკუით უფრო დიდი. ხასიათით საშინელი. განქორწინებული და მრავალგზის შეყვარებული 26 წლის სახლიდან გამოქცეული ბიჭი. შეგიძლია მიხილო სცენაზე და შენს გვერდით.-სასიამოვნოთ მეღიმებოდა მის ამ მონოლოგზე-მოკლედ სულ ეს იყო დანარცენს დრო გვიჩვენებს რა უნდა იცოდე და რა არა. ეხლა შენ გისმენ.
-ფეხზე წამოვდგე?
-სასურველია.-წამოვედექი და დავიწყე.
-მე ემილია გიორგაძე, შეგიძლია დამიძახო ემი, ვარ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე. აბიტურიენტი... მიტაცებს, ხატვა და ცეკვა... ამათგან კი ყველაზე კარგად სიმღერა გამომდის-დიტოს გაეცინა-ოჯახში ძმას და დედას ვხედავ მხოლოდ. არ მყვარებია, მაგრამ მჯერა სიყვარულის. არ მტკენია მაგრამ ვიცი რაც არის ეს. სურვილი მარტო ის მაქვს რომ სანამ მოვკვდები იტალიაში წავიდე, გავისეირნო ვენეციის ქუჩებში და მოვინახულო რომის კოლიზეუმი... ჯერ-ჯერობით მეტი არაფერი მახსენდება
-დრო გაგახსენებს.
-გეთანხმები.
-დღეს საღამოს სპექტაკლი მაქ, სასურველია 4ზე იქ ვიყო.
-მე კი აუცილებლად 3ზე სახლში უნდა ვიყო.
-კარგი, ცოტახანიც გავჩერდეთ და შემდეგ წავიდეთ...
-კარგი
-კიდევ რას მეტყვი?
-რატომ მაკოცე?
-გინდოდა.
-არ მინდოდა.
-ვერ ხარ შენს გრძნობებზე ძლიერი-თვალი ჩამიკრა დაა ჩაი მოსვა... თავი დასჯილი ბავშივივთ დავხარე.-ნუ მოიწყინე, მეც ვაღიარებ რომ მინდოდა.-ცოტა შვება ვიგრძენი. უხერხულობამ იმატა.... რისი განმუხტვაც კარგად მოახერხა დიტომ.-შენ წინ რომ მე და ყველა ის ბიჭი იდგეს ვინც გუშინ საჩუქარი გაგიკეთა რომელს აირჩევდი?
-ვინც გუშინ საჩუქარი მაჩუქა-ეს იმისთვის ვთქვი რომ არ ეგრძნო ჩემი გრძნობები...
-მაგრამ არც კი იცი რომ ერთერთი მათგანი მე ვიყავი.
-ვერ მიგიხვდი?
-შენ თუ მე არ ამირჩევდი მაშინ დღეს არც მაგ ბეჭედს გაიკეთებდი-ხელზე დავიხედე დაა გუშინდელიი უცნობისგან მორთმეული საჩუქარი მეკეთა მივხვდი რომ მან გამოგზავნა... უხერხულად შევიშმუშნე...-და თუ მაინც გაიკეთებდი ჩემს ნაჩუქარ ბეჭედას მასთან ერთად იმ სამაჯურსაც გაიკეთებდი შენმა კლასელმა რომ გაჩუქა-საიდან იცის ამდენი, მკვლელი ხომ არაა? ან ჯაშუში? არაა არა რა სისულელეაა მას უბრალოდ მოვწონვარ-აღიარე რომ შესანიშნავი მსახიობი ვარ.
-ვაღიარებ.
-ძალიან კარგი, ეხლაა კი გაიღიმე და წავიდეთ. ნუგგონიაა რომ დაგცინი.
-მართალია სჯობს წავიდეთ.
მანქანაში ჩავჯექი თვალები დავხუჭე დაა თავი გვერდზე გადავწიე... არცერთი არაფერს არ ვამბობდით... გზაში ვგრძნობდი ხანდახან მის დაჟინებულ მზერას თვალებს კი მაინც არ ვახელდი. ვიგრძენი როგორ შეჩერდა მანქანის სიჩქარე და როგორ შემეხო მისი ტუჩები შუბლზე... ეს იმდენად სასიამოვნოო იყო რომ ენა ვერ აღწერს...
-სად მიგიყვანო?
-სკოლასთან...-გადასვლისას მეგობრული კოცნაა ვაჩუქე და ჩქარი ნაბიჯით გავუყევი გზას...


სანამ სახლში მივიდოდი მინდოდა მენახა ტასო და მომეყოლა ყველაფერი, ესეც მოვიქეცი მაგრამ ტასოს ვერაფრის თქმა მოვასწარი როცა ხელში ორი თეატრის ბილეთი მომაჩეჩა,
-ტასო ჰო იცი რო არ მიყვარს
-უბრალოდ მე წამომყევი გთხოვ
-კარგი ჰო კარგი-შემდეგ ყველაფერი მოვუყევი, რაზეც ცხვირ აბუზული რეაქცია მივიღე, ჩემთან წავედით და საღამოსთვის მოვემზადეთ... მოვიდა 7 საათიც და სპექტაკლზე წავედით... საინტერესო იყო, განსაკუთრებით კი ნიღბიანი მსახიობი მაინტერესებდა რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სახეს მალავდა, სწორედ მისი სახის დანახვისთვის ველოდებოდი სულმოუთქმელად სპექტაკლის დასასრულს. ჩემთავს კი ვუძახდი "რა შუაშია მსახიობი, მე სპექტაკლი მაინტერესებს" როგორც იქნა დარბაზსი შუქი აინთო და მსახიობები ცალ ცალკე მოდიოდნენ წინ, და აი ისიც.. ეხლა მოიხნის ნიღაბს... ტაში შუაგზაში გავაშეშე და გაშტერებული ვუყურებდი. პირველ რიგში ვიჯექი და შენიშნა ჩემი სახე და თვალი ჩამიკრა, დიტო.. ჩუმად ჩავიბურტყუნე და ტაშის კვრა განვაგრძე... ტასო დებილივით მიყურებდ ა და არაფერს მეკითხებოდა. მე მივხვდი რომ ის მიხვდა თუ რა მოხდა ეხლახანს... მსახიობებმა თავიდან დაიწყეს ცალ ცალკე გამოსვლა და თავის კვრა მაგრამ დიტო სცენიდან გაქრა და ცოტახანში ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა
"კულისებში შემოდით!"
ტასოს ხელი დავავლე და კულისებისკენ გავეშურე, შესასვლელში ვიღაც ქალი იდგა და არ მიშვებდა...
-შემოუსვით ჩემთან არიან-უთხრა დიტომ და ქალმა ცხვირი აიბზუა თუმცა ნაძალადევად მაინც გაგვიღიმა-ჩემს ოთახში შევიდეთ, გამიხარდა რომ მოდი.
-არც კი ვიცოდი თუ შენც აქ იქნებოდი, თორემ არ მოვიდოდი.
-ვიცი რომ მოხვიდოდი-თვალი ჩამიკრა-მე დიტო-ხელი გაუწოდა ტასოს ტასომმაც ჩამოართვა და არფერი უკითხავს მხოლოდ თავისი სახელი უთხრა.
-სცენაზე მომეწონე.
-მეგონა თეატრი არ გიყვარდა ტორემ დაგპატიჟებდი...
-არც მიყვარს.
-აბა აქ რა გინდა?
-ტასომ მთთხოვა
-აწი შეიყვარებ.
-რატომ?
-მთელი სპექტაკლის მანძილზე ვუყურებდი თუ როგორი ინტერესით მათვალიერებდი.
-მართალი ხარ.
-აი ნახე დღეს უკვე მერამდენედ ვარ მართალი შენი სიტყვების საწინააღმდეგოდ.
-რას ვიზმათ
-მხოლოდ სიმართლის თქმა გადაგარცენს, მსახიობობა რომ გამოგდიოდეს აქ მოგიყვანდი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგდის.
-ვიცი.
-და მაინც შენ ისევ ის ბეჭედი გიკეთია, სამაჯური კი არა.
-მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა
-მაგრამ საინტერესო
-შენ კი არც კი აპირებ გამოცვლას, თუმცა იცი რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში თეატრი იხურება.
-მაგრამ მე შენგან განსხვავებით არ ვმალავ.
-ძალიან ნერვებს მიშლი
-ჩემი ჰობია.
-უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე
-მხოლოდ ეს არ არის ჩემი ჰობი
-კიდევ?
-კიდევ ღამე ზღვა მიყვარს ზამთარში.
-მეც..
-წამოხვალ?
-ეხლა?
-რატომაც არა?
-კი წამოვალ-დაუფიქრებლად ვთქვი, როგორ უნდა წავსულიყავი როცა მე სახლში მელოდნენ,
-გააფრინე შენ?-საუბარში ტასო ჩაერთო
-ჩემებს დავურეკავ და ვეტყვი რომ შენთან ვრჩები.
-გაგიმართლა დედაჩემი სახლში არ იქნება და თუ დარეკავენ ვეტყვი რომ გძინავს.
-მადლობა ტასო
-და იქნება სახლამდე მაინც მიმიყვანოთ
-აუცილებლად-უთხრა დიტომ და გაუღიმა
მალევე წავედით ტასო სახლში დავტოვეთ ჩვენ კი ბათუმის გზას დავადექით...


მეგონა დამღლელი იქნებოდა ამხელა გზის გავლა ესეთი დატვირთული დღის შემდეგ მაგრამ დროს ვერც კი ვგრძნობდი, არც მინდოდა დასრულებულიყო ეს გზა... მინდოდა სულ მესმინა მისი სუნთქვისთვის რომელიც ძალზედ ხშირი იყო სასიამოვნოც... თვალები დავხუჭე და ვცდილობდი ისე დავკვირვებოდი მის საქციელს.. ალბათ ეგნოა რომ მეძინა გამომხედა ვიგრძენი გაიღიმა მანქანამ სვლა შეანელა და ვიგრძენი მისი ტუჩები შუბლზე... შემდეგ ისევ ჩქარაწავიდა მანქანა... მალევეე ჩავედით კიდეც... მანქანა სანაპიროსთან გაჩერდა... თობლი იყო და მთვარის შუქი ანათებდა ზღვას... "
-ლამაზია
-მე ვერ ვამჩნევ
-ალბათ ვერ აღიქვამ...
-შენ რომ გიყურებ სხვა სილამაზის აღქმა ძნელია...-ვერაფერი ვეღარ ვთქვი-გცივა?
-კი
-თუ ნებას მომცემ გაგათბობ
-როგორ?-დამთავრებული არ მქონდა კითხვა რომ მისი მხურვალე ხელები შემოეხვია ჩემს სხეულს დაა მკლავებში მომიქცია... თავი მის გულზე მედო ვგრძნობდი როგორ ჩქარა უცემდა... თავზე მაკოცა და უფრო მაგრად მომეხვია...
-გათბი?
-კი
-წამოდი სადმე ჩაი დავლიოთ-პატარა კაფეში შევედით სადაც ხალხი არც კი იყო და ვერ მივხვდი რატომ არ კეტავდნენ ამ შუაღამეს... ალბათ ჩვენს მისვლას ელოდნენ...-2 ჩაი-უთხრა დიტომ და ღიმილიანი სახით მე გამომხედა-ლამაზია ჰო ძალიან ლამაზია ღამის ბათუმი
-ნამდვილად, მაგრამ მგონი მალე მოგვიწევს წასვლა
-რატომ?
-უკვე 4 საათია დილით სახლში უნდა ვიყო...
-მართალია, და შენ მაინც არ აღიარებ ?
-რას ?
-რომ გეშინია
-რისი?
-ჩემი
-არა
-კი ესეა, ერიდები ჩემთან მარტო მყუდროებაში დარჩენას გამირბიხარ, ნუ გეშინია არ ვარ მანიაკი რომ რამე დაგიშავო.
-ვიცი...
-ძალიან კარგია რომ იცი, გთხოვ აღარ ცადო ჩემგან თავის დაღწევა თორემ სხვა დროს აღარ გამოგივა, ეხლა კი ჩაი დავლიოთ და წავიდეთ-ალბათ ეწყინა რომ წასვლაზე დავიწყე ლაპარაკი ჩვენ ხომ სულ ახლახანს ჩამოვედით...
-აღარ ვცდი...
-შეყვარებული გყავს?
-არა.. შენ?
-აღარ. არც გყოლია?
-არა
-აი თურმე რატომ გამირბიხარ... სიყვარულის გეშინია
-არ მეშინია...
-გეშინია
-არა
-კი
-არა
-კი... გეშინია...
-არ მეშინია... ვერიდები
-ეგაა შიში
-არა ეს თვის დაზღვევა...
-და თუ არ გეშინია ხვალ საღამოს ჩემთან ერთად წამოდი
-სად?
-ჩემს მეგობართან... წყვილები მიდიან, მე კი არავინ მყავს
-კი მაგრამ...
-შენ ხომ არ გეშინია
-ჰო რათქმაუნდა...
-სასურველია საღამოს კაბით წამოხვიდე...
თითქმის აღარ ვლაპარაკობდით თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს... ვტკბებოდი მისი თვალებით... და თან ვფიქრობდი ხვალ მასთან ერთად მის მეგობრებთან... მე ყველაზე პატარა ვიქნები ალბათ და უნდა გავაკეთო იქ... ამ ფიქრში გავერთე და ფიქრიდან გამოსული მანქანაში აღმოვჩნდი... დიტოს კი ეღიმებოდა.. რა ანიჭებდა ნეტავ ღიმილის მომცველ სიამოვნებას...
-მალე ჩავალთ სად მიგიყვანო?
-სადაც ტასო დავტოვეთ
-გამოიძინე და საღამოსთის მოემზადე
-და რომ არ წამოვიდე
-მაშინ მშიშარა იქნები...
-არ მეშინია..
-ჰოდა წამოხვალ...
მივედით ტასოს დავურეკე.. უკვე დილა იყო სახლში იყო და ეძინა... დღეს ხომ შაბათია გავიფიქრე დაა პირდაპირ სახლში ავაჭერი... ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი...
-უნდა წახვიდე ანუ ?
-ჰო
-რომელ საათზე?
-არვიცი ალბათ მომწერს...
-შენ რა...
-არა!
-კი
-არამეთქი
-ემი შეყვარებული ხარ...
-არვარ.
-ხარრ!! და გეშინია...
-არმეშინია...
-კარგი მალე თავად მეტყვი ტვინი რატო ვიჭყლიტო...
-ტასოო... ეხლა მე წავალ შენს ოთახში ცოტას დავიძინებ და საღამოსკენ სახლში გავალ რაიმე კაბას შევარჩევ და წავყვები...
-კარგი მიდი...
დავიძინე... 4 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა ჩავიცვი და სახლში გავქანდი...
-დედიკო როგორ ხარ?-მოვეხვიე და ვაკოცე
-შენგან დავიწყებული როგორ უნდა ვიყო...
-რამდენჯერ გითხარი ნაშებში აღარ წახვიდეთქო-ყვირილით გამოვარდა თავისი ოთახიდან ალექსი...
-ნუ დებილობ ბიჭო რაღაცას და გამატარე... ჩემი გარდერობი გადავქექე და ვიპოვე შესაფერისი კაბაც... ცოტა გამომწვევი იყო მაგრამ არაუშავს... წიტელი მოკლე ამოღებული გულით და თვლებით... ზურგზე ამოჭრილი...
-დედა.
-ჰო ემი
-იცი დღეს საღამოს ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა წვეულებაზე და შეიძლება ხო რომ წავიდე? ოღონდ ალექსს არ უთხრა
-კი შეიძლება, ალექსი წავიდა...
-სად?
-ქალაქგარეთ
-ძალიან კარგი. მე მოვემზადები და გავალ...
დიტომ მომწერა მელოდებოდა ჩემი სახლისგან ოდნავ მოშორებით.. მე ჩავიცვი ჩემი წითელი კაბა მაღლები ხელში ჩანთა დავიჭირე და გავედი... დიტო... რომ დავინახე მეგონა შევწუხდებოდი... მარალი ოდნავ გრძელი თმებით და წვერებით... შავი შარვალიი და თეთრი პერანგი.. ტყავის ქურთუკი... ვუყუებდი და მეგონა დადებილდა... მიყურებდა და ვერაფერს ამბობდა... ნერწყვი გადაყლაპა და მომესალმა...
-ულამაზესი ხარ
-მადლობა, შენც სიმპატიურად გამოიყურები...
მანქანაში ჩავჯექით და მალე მივედით დანიშნულების ადგილას... დიდი სახლი სადღესასწაულოდ იყო მორთული... ხალიჩაც კი დაეფინათ სტუმრებისთის... მე და დიტო დაგვიანებით მივედით.. ბევრი ხალხი იყო ერთმანეთში ირეოდნენ... ჩვენ კი ოთახში ხელკავით შევედით... დაფანტული და ახმაურებული ხალხი უცებ დაშოშმინდა და ყველამ მზერა ჩვენზე შეაჩერა... არავინ საუბრობდა ჩვენ მივდიოდით და ჩვენ გვაყოლებდნენ თვალს...



გვიყურებდნენ და ალბათ ტკბებოდნენ ჩვენ კი ამაყად მივაბიჯებდით ხელკავით და არაფერს ვამბდით... აქაიქ ჩვენზე საუბრობდნე "რა ლამაზი წყვილია" "ერთმანეთს უხდებიან" ეს სასიამოვნოც იყო და გამაღიზიანებელიც.. დიტო მის მეგობარს მიესალმა..
-დავით გაიცანი ეს ემია.. ემი ეს დავითია-წარგვიდგინა ერთმანეთს "სასიამოვნოა მხოლოდ ამ სიტყვით შემოვიფარგლე...
-ეს ჩემი მეუღლეა ნინო, იმედიაა ერთმანეთს გაუგებთ-მითხრა დათომ და გავიდა, მე და ნინო კი ერთად დაგვტოვა
-დიტოსთვის ალბათ მნიშვნელოვანი ხარ თორემ აქ არ მოგიყვანდა
-არვიცი შეიძლება.
-ყველასთან შედარებით პატარა უნდა იყო, თუმცა შენსავით დიტოს გვერდით არცერთი გოგო არ მომწონებია, ეს დათომაც აღნიშნა...-ნინო საუბრობდა და მეც ვუსმენდი, თვალებით დიტოს ვეძებდი თუმცა ვერ ვპოულობდი...-ალბათ 17-18 წლის იქნები... მინდა გითხრა რომ დღეს შენმა მოსვლამ ხალხში სასიამოვნო გრძნობა გამოიწვია..
-მაგრამ თქვენ ჩემი მოსვლა ცუდად გაიგეთ, ალბათ მიგაჩნიათ რომ მე და დიტოს...
-უარყავით მაგრამ ეს ესეა...-სასიამოვნო მუსიკა გაჟღერდა ნინო გავიდა წელზე კი ვიგრძენი როგორ შემეხო დიტოს ცხელი ხელები...
-იქნებ გვეცეკვა...-ყურში ჩამჩურჩულა...
მე სასიამოვნოდ გავიღიმე შევბრუნდი... შემს შიშველ წელს მისი ხელი შეეხო და გამათბო... მე კი მის მხარს დავეყრდენი და მივენდე.. ფეხების არუელი მოძრაობა... არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ერთი კი ვიცოდი... ვიყავი მასთან ერთად.. მკერდზე თავი მივადე და თვალები დავხუჭე.. შუბლზე მისი თბილი ტუჩები ვიგრძენი... უხერხულად შევიჭმუხნე დაა უფრო მივეკარი... მანაც უფრო ძლიერად მომხვია ხელები.. შემდეგ რამოდენიმე სანტიმეტრით კვლავ დავშორდით ერთმანეთს. ჩვენი სახეები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან სუნთქვა შემეკრა.. ვერაფერი გავაკეთე.. ვერც წინააღმდეგობა გავუწიე.. ჩემს ქვედა ტუჩს მისი ზედა ტუჩი შეეხო და ეს იყო პირველი.. ეს იყო პირველი კოცნა.. აღფრთოვანება.. ეს იმდენად სასიამოცნო იყო დამბურძგლა.. ეხლა უფრო მაგრამ მიეკრო ჩემს ტუჩებს... ირგვილვ ყველაფერი დაიბურა.. ხალხი ჩვენს ირგვლივ შემოკრებილიყო დაა ღიმილიანი სახით გვიყურებდნენ.. მისი ხელები კი ჩემს წელს ეხვეოდა. მე კი მის კისერს... არ მინდოდა დასრულება.. ვიცოდი ბევრი ადაამიანი იყო იქ მაგრამ მეგონა რომ იმ წამს მარტო მე და დიტო ვარსებობდით ქვეყნად.. ჩვენც ერთმანეთს დავშორდით ხელი ხელზე ძლიერად ჩამჭიდა.. წვეულება ჩვეულებრივად გაგრძელდა.. ცოტა დავლიეთ ვიცეკვეთ კიდეც და სახლში წასვლის დროც დადგა.. დაღლილი მივაშურე დიტოს მანქანისკენ და ჩავჯექი..
-სახლში?
-ჰო
-და შენ გეშინია.
-მე არ მეშინია..
-მაშინ აღიარე
-რა ვაღიარო?
-რომ მოგეწონა
-მართალი ხარ მომეწონა..
-და ეხლა რა ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის..
-არვიცი
-იყოს არვიცი... მე და შენ ანუ "არვიცი"
-კარგი-კამათის თავი არ მქონდა ისეთი დაღლილი ვიყავი... ღამე იყო და მხოლოდ ლამპიონები ანათებდა.. მანქანა კი მსუბუქად მიდიოდა ტრასაზე.. ჩემს სახლთან გაჩერდა. დასამშვიდობებლად ხელზე კოცნა მივიღე და სასიამოვნო ღიმილი
-ტკბილი ძილი... ბოლოს აღიარებ!-და წავიდა
მე სახლში ავედი დედას კიდევ არ ეძინა...
-დედა მოვედი
-მიდი დაიძინე ხვალ დილით მასწავლებელი გაქ.. უკვე ბევრს აცდენ
-ჰო ჰო დედა ხვალ აუცილებლად წავალ.
-ტკბილი ძილი
-შენც დედიკო-ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე
ოთახში ავედი არც გამომიცვლია ისე დავვარდი ლოგიზე და სასიამოვნოდ ამიწრიალდა მუცელში რაღაც.. შემდეგ გამოვიცვალე შხაპი მივიღე და უგონოდ დავვარდი ლოგინზე.. იმწამსვე ჩამეძინა. მაგრამ მალე ესემესმა გამომაღვიძა..
-აივანზე გამოდი
გამიკვირდა და ფარდა გადავწიე რომელიც აივნის კარს ფარავდა. აივანზე კი დიტო იდგა და ეწეოდა... კარი გავაღე ციოდა მაგრამ მაინც გავედი
-გააფრინე?
-არა
-აბა აქ რა გინდა?
-მომენატრე
-კი მაგრამ...
-არაფერი თქვა.. მე ვიტყვი, ვიტყვი რომ შენ გარეშე უკვე წამითაც ვერ ვძლებ.. პირველად ცხოვრებაში შემიყვარდა..
-ჯობს დავიძინო და შენც წახვიდე..-მეთითონაც გამაკვირვა ჩემმა პასუხმა.. სახლში შემოვედი დავწექი და დაძინება ვცადე მაგრამ ტყუილად..
-მაინც აღიარებ!
ესემესმაც არ დააყოვნა...



ძილი გამიტყდაა აღარ მეხუჭებოდა... მთელიღამეე ფიქრში გავლიე... ვფიქრობდი დიტოზე.. და ჩემს თავზე, ნეტავ მართლა ვუყვარვარ და მართლა ჩემზე ფიქრობს ? იქნებდა მატყუებს, თანაც უბედურება ისაა რომ მეც ვგრძნობ რაღაცას მაგრამ არ ვიცი რას, მე ხომ არასდროს მყვარებია, ნუთუ ესაა სიყვარული.. როცაა უყურებ დაა მისგან წასვლა არ გინდა, ცახცახებ მის შეხებაზე... გითრთის ტუჩები... ესაა კი სიყვარული? მთელი ღამე ამ ფიქრებში გავიდა.. დილით გამოუძინებელი წავედი მასწავლებელთან.. ვნახე ტასო და ყველაფერი მოვუყევი.. ჩემთან ვიყავით სახლში და ალექსიც მალე მოვიდა...
-გოგოებო დღეს საღამოს რას აპირებთ?
-არაფერს.. სახლში ვზივართ..-უპასუხა ბუზღუნით ტასომ
-წამოდით ბარში.. მე შენ, შენ, და ლუკა... ისე დაურეკე იმ შენს კლასელს რა ემი დაა წამოვიდეს
-ანა არ მჭიღდება მე იქ..
-მე მჭირდება
-ეგ ძუკნა..
-წამოიკვანე დაა გოპირდები დღეს სახლში არ მოვალ...
-მოდი მაშინ შენი ძმაკაციი მოიკვანეე ხვალ ლექსო დაა არც მეე მოვალ სახლში
-ნუ აფრენ შენ.. მიდი მიდი დაურეკეე იმას მოემზადეთ და დავადგები მე მანამდე ლუკას...
-გამოგვიარე ჩვენც...
-დაურეკავ?
-ჯანდაბას შენი თავი..
ალექსი წავიდა და ტასო როგორც ყოველთვის აწუწუნდა... არ უნდოდა ანიც წამოსულიყო... მე დავურეკე, იმასაც სიხარულის დიდი ფრთები გამოება დაა მალევე ჩემთან გაჩნდა გამომწვევად ეცვა... "ალბათ ჩემი ძმის გადარევა უნდა" გავიფიქრე მაგრამ არ შევიმჩნიე მოსაღამოვდა და ალექსიც დაბრუნდა ლუკასთან ერთად.. წავედით იმ ბარში სადაც მე დიტო გავიცანი, წასვლას ვაპირებდით როდესაც ბარში დიტო შემოვიდა... "არ მომესალმო" მივწერე.. ნახა დაა გაეღიმა მაგრამ მაინც ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა... გაბრაზებული მზერა ვესროლეე და მალევე მოვაშორე...
-როგორ ხარ ლუკა?-ჩემდა გასაკვირად ჩემკენ არც კი გამოუხედავს და ლუკას ძმაკაცურად მიესალმა.. გამაკვირმა მისმა ესეთმა საქციელმა.. არც ტასოს მიესალმა...
-ვაა დიტოო კარგად შენ როგორ ხარ? მოდი ჩვენთან დაჯექი არ გინდა? როგორც ვხედავ მარტო ხარ...-ესღა მაკლდა... დიტომაც უარი არ უთხრა...
-ველოდები მეგობარს მაგრამ სანამ მოვა დავჯდები...-ლუკამ დიტო ყველას გაგვაცნო... მე და ტასომაც არაფერი შევიმჩნიეთ... ცოტახანში ბარში ვიღაც ქალი შემოვიდა.. მოკლე კაბა და მაღლები ეცვა.. გამომწვევად გამოიყურებოდა წითელი პომადა უფრო სექსუალურ იერს ძენდა... აქით-იქით იყურებოდა და ჩვენ მაგიდასთან შეაჩერა მზერა წამოვიდა პირდაპირ ჩვენკენ...
-დიტო!-დიტოც ადგა ბოდიში მოგვიხადა და იმ ქალთან ერთად სხვა მაგიდასთან დაჯდა...
ყელში პატარა ბურთი მომაწვა რომელიც უფროო დიდდებოდაა როცა ვუყურებდი თუ როგორ მხიარულად ელაპარაკებოდა დიტო იმ ქალს და ჩემკენ არცერთხელ არ გამოუხედავს... არაფრის ხალისი აღარ მქონდა... რატომ "დამგრუზა" ესე ამ ყველაფერმა... მან ხომ გუშინ ღამე მითხრა მიყვარხარო და დღეს სხვასთან ერთადაა? რატომ იქცევა ესე... უნდა მაეჭვიანოს? არა არ ვეჭვიანობ ის ხომ არავინ არ არის ჩემთვის.. თუმცა ისიც არვიცოდი ვინ იყო დიტო ჩემთვის... სახლში მივედი... დაღლილი ლოგინზე დავვარდი... გამახსენდა რომ უკვე 3 დღეა ინტერნეტით არ მისარგებლია... ავიღე ჩემი ლეპტოპი წინ დავიდე და შევედი ფაცეებოოქზე... ისევ იგივე ადამიანები იგივე ფრაზებით მაგრამ სხვაც.. დიტო...
დიტო არაბული: მმალავ?
მე:არა
დიტო: დღეს რატომ არ მომესალმე
მე:არ მინდოდა შენი გვამი მენახა
დიტო:ვერ მიგიხვდი
მე:ჩემი ძმა ნამდვილად მოგკლავდა
დიტო:აჰა გასაგებია
მე:ძალიან კარგი
დიტო:ხვალ რას აპირებ?
მე: ჯერ არ გადამიწყვიტავს
დიტო: არ გადაწყვეტ ჩემთან ერთად...
მე: არა!
დიტო: ის ქალი უბრალოდ...
მე: არ მაინტერესებს ))
დიტო: ის უბრალოდ ჩემი...
მე: ნუ მიხსნი!
დიტო: კარგი როგორც გინდა
...
დიტო: შემირიგდი ((
მე: როდის გეჩხუბე?
დიტო: ანუ ხვალ მნახავ
მე: არა
დიტო: რატომ?
მე: ის ქალი ნახე!
დიტო: შენ რა ეჭვიანობ?
მე: რათქმაუნდა არა! კარგად.
ლეპტოპი გვერდით გადავდე და ტელეფონსაც ხმა გამოვურთე... მე კი მშვიდად დავიძინე...
რა დამაძინებდა მშვიდად რო მცოდნოდა რა მელოდა მეორე დღეს...


არ მინდოდა გაღვიძება ალბათ ვგრძნობდი რაც მელოდა წინ... ბოლოს მაინც მომიწია თავის წამოწევა... ზარმაცივით ავდექი ლოგინიდან წყალი გადავივლე, თავი მოვიწესრიგე ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი... რომელიც ცარიელი იყო.. სამზარეულოში ვიჯექი სადაც ალექსის დამღლელი "ჭიხვინი" და დედაჩემის კისკისი ისმოდა..
-დილამშვიდობის. რამე მოხდა? რაა სიბედნიერეა
-არშეიძლება გავიცინოთ პრინცესა-უხეშად მითხრა ალექსმა
-უბრალოდ მეც მინდა სიცილი.
-სიცილი კი არა დროზე ჭამე და დაახვიე სკოლაში.
-ეგრე ელაპარაკე იცი ვის ბიჭო?
-მიდი მიდი მალე გელოდები
-არმინდა ჩემით წავალ
-ნუ მეწინააღმდეგები და მალე!
-დამპალო
-მეც მიყვარხარ...-სამძარეულოდან სიცილით გავიდა, მეც მალე მოვრჩი სწავლას და სკოლაში წავედი მაგრამ საოცრად მეზარებოდა უაზრო გაკვეთილებზე ჯდომა... მართალია მხოლოდ 3 გაკვეთილი მქონდა რადგან აბიტურიენტი ვიყავი მაგრამ ეს სამი გაკვეთილიც უაზროდ იწელებოდა... ადრე მომიწია სკოლაში მისვლა კლასში მხოლოდ რამოდენიმე ბავშვი იყო.. მე ჩემი ადგილი დავიკავე, ნაოშნიკები გავიკეთე და კომფორტულად მოვკლათდი.. ვინ გაცდის მარტოობას.. მაგრამ ამას რაღა უნდა, ჩემი კლასელი მომიჯდა გვერდით, ლანა, 12 წელია ერთ კლასში ვარ და გამარჯობის მეტი მგონი ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს.. რაღა ეხლა მოუნდა ჩემი "გაცნობა" ვბუძღუნებდი ჩემთვის გულში
-ემი, იცი შენზე ნაწყენი ვარ
-უკაცრავად როგორ? -გაოცებული ტონით ვუპასუხე
-სხვისი ბიჭების დაკერვა კარგი გგონია
-ვერმიგიხვდი რას ამბობ-გავუღიმე რათქმაუნდა ირონიულად..
-იქნებ ეხლაც ვერ მიხვდე.-ტელეფონი ამოიღო და მანახა ჩემი და დიტოს სურათი რომელიც წვეულებიდან იყო ეს იყო მომენტი როცა ჩვენ ვცეკვავდით... და იმ წამს ვიფიქრე "ნეტა გავქრე!" რატომა სხვისი ბიჭი ან ვინ დაუწყო კერვა, ან საერთოდ საიდან აქვს ეს ფოტო, ან კიდევ რა უნდა...
-საიდან გაქვს ეს ფოტო
-გადაგიღე.. იცოდე თავი დაანებე თორე პრობლმები შეგექმნება...
-მე არც...-სიტყვა არც დამისრულებია, როცა ვიგრძენი როგორ მწარედ მომიჭირა ლოყებზე ხელი და თვალებში ჩამხედა...
-იცოდე ინანებ, ინანებ რომ იცნობ..-გაბრუნდა და წავიდა კმაყოფილი სახით... მე კი არეული დავრჩი ჩემს ფიქრებთან.. რა უნდა, ვინაა დიტო.. ან რატომ მითხრა ეს ლანამ... ლოყები მტკიოდა იმდენად დზლიერად მომიჭირა მან ხელი. კლასში ტასო შემოვიდა ჩვეული ბუზღუნით. "ნეტავ ეხლა რითაა უკმაყოფილო" გავიფიქრე ჩემთვის და თავი მაგიდაზე დავდე...
-ეი გოგო შენ ვერ მიყურებ რო შემოვედი-პრეტენზიებით ჩემთან გადმოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-ჰო ტასო როგორ ხარ ?
-კარგად.. ვაიმეე რაგჭირს ? რატომ გაქვს თვალები ესე
-როგორ?
-დამფრთხალი ქათამივით.
-აუ რა დეგენერატი ხარ გოგო გული გამისკდა
-ჰო კაი კაი მომიყევი აბა რა მოხდა
მოკლედ მოვყუყევი ყველაფერი რაც მოხდა გუშინ საღამოს და დღეს დილას და სკოლაც დავსრულეთ... ტასო გაფართოებული თვალებით მიყურებდა და ღმერთმა იცის რა სისასტიკე უტრიალებდა თავში.. ალბათ უკვე გეგმავდა თუ როგორ უნდა მოეკლა ლანა და ზედ დიტო დაეყოლებინა.. მაგრამ არ ამბობდა.. სკოლიდან გავედით ეზოს გარეთ დიტო შევნიშნე რომელიც ჩემკენ დაიძრა ამ დროს ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა.. "მე გაგაფრთხილე, მერე არ ინანო!" არ მიგრძვნია ამ სიტყვებზე არაფერი...
-როგორ ხარ ემი?
-კარგად შენ?
-მომენატრე.
-არაუშავს..
-არ გცალია
-შენთვის არა
-ემი..
-სხვა დროს ვილაპარაკოთ..
ტასოს ხელი ჩავკიდე და სკოლის ტერიტორია დავტოვე... სახლში წასვლას არ ვაპირებდი.. მე და ტასო ბარში დავჯექით.. ცოტა წავიხემსეთ მე მასწავლებელთან წავედი ტასო კი სახლში... საღამო ხანი იყო როცა სახლში დავბრუნდი და ატირებული დედაჩემი და გაბრაზებული ალექსი დამხვდა...
-რა მოხდა?
-კიდე მაგას კითხულობ?-ცოფებს ყრიდა ალექსი-მოიცაა კიდე კითხულობ რა მოხდა? განა არ იცი?
-ალექს რა მოხდა?-ავნერვიულდი ვერ გამეგო რა ხდებოდა...
-აი ეს..-და მაგიდაზე დადებულ კონვერტზე მიმითითა...-ჭკუა სად დაკარგე გოგო!
კონვერტი გავხსენი სადაც დიდი წერილი იდო...


პირველი წერილის დანახვისას ლანას სიტყვები გამახსენდა "მერე არ ინანო" ნუთუ მისი წერილია, მაგრამ რა შეიძლებოდა დაეწერა.. მეც დიდხანს ფიქრს ვამჯობინე წერილი გამეხსნა და კითხვა დამეწყო...
----------------------------------------
"პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ამ ყველაფრის დაწერა ძალიან მეძნელება, ნამდვილად არ არის ჩემთვის სასურველი ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თქვენი შვილი საზღვრებს გაცდა. ალექს შენ ბიჭი ხარ და ალბათ კარგად იცი რას გრძნობს ბიჭი როცა გოგო "ეტენება" და კისერზე ეკიდება. ბევრჯერ გავაფრთხილე ემი მაგრამ არ დამიჯერა, გავაფრთხილე დაენებებინა ცოლიანი კაცისთვის თავი ბოლოს და ბოლოდ მასზე 9 წლით უფროსია. თავისას არ იშლიდა და მაინც აგრძელებდა დიტოსათან ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ კარგად იცით ვინაა დიტო არაბული. და ბევრჯერ მოგისმენიათ ტელევიზიით მისი ბედნიერი ოჯახის შესახებ. ეს ოჯახი კი ემილიამ დაანგრია. თავგზა აუბნია დიტოს და შედეგიც სახეზეა. თქვენი ემი კაცების მტაცებელი გახდა. ვინ იცის კიდევ რამდენს დაუნგრევს ოჯახს,
ემიმ არამარტო მისი მეგობრები თქვენც ბევრჯერ მოგატყუათ, როცა გეგონათ რომ ის ტასოსთან რჩებოდა ღამე გატყუებდათ სინამდვილეში დიტოსთან ერთად დადიოდა... იყო ზღვაზეც კი ერთ ღამეს. სკოლასაც კი აცდენდა და დაყვებოდა დიტოს სახლში და ღმერთმა იცის იქ რა საქმიანობას ეწეოდნენ. დარწმუნებული ვარ ბევრ რამესაც ძალით აკეთებინებდა დიტოს ემილი, წვეულებაზეც აეტორღიალა ალბათ და დიტოს სხვა გზა არ ქონდა.. თუ ჩემი სიტყვების დამტკიცება დაგჭირდებათ უბრალოდ მითხარით, ბევრი მაქ მტკიცებულება..
ეს იმიტომ არ მოგწერეთ, რომ გამწარებული ვარ დაა დიტოსთან რამე მაკავშირებს უბრალოდ ვწუხვარ ჩემი მეგობრზე, ვწუხვარ ემიზე.. თქვენ არ ხართ მისგან ამის ღირსი.. არაფერი დაგიკლიათ მისთვის მაგრამ უმადური აღმოჩნდა..

თქვენი კეთილის მსურველი ლანა "
--------------------------
ეს წავიკითხე და ტვინში სისხლი ჩამექცა ადგილზე გავქვავდი და თვალიდან ორი პატარა ცრემლი გადმომივარდა.. უყურებდი დედაჩემის ცრემლებს და ჩემი ძმის გაცეცხლებულ თვალებს.. მათი ნდობა აღარ მქონდა რაც არ უნდა მეთქვა აქ ჩემი სიტყვები უძლური იქნებოდა მაინც იმას იფიქრებდნენ, ლანა... ეს დამპალი.. რა უნდოდა რატო აკეთებდა ამას, რა დავუშავე.. და დიტო დიტო ვინაა.. მე ხომ ის არასდროს მინახავს ტელევიზორში თუმცა მე არ ვუყურებდი ტელევიზორს..
-ეხლაც ვერ ხვდებიი რა ხდება არა? მითხარი როდის არ დაგიდექი გვერდით და როდის ვერ იგრძენი ჩემგან მხარდაჭერა მითხარი ემი და გეფიცები ხმას არ ამოვიღებ..-ათრთოლებული ხმით მეუბნებოდა ალექსი.. დედა კი ხმას არ იღებდა.. მეც იქვე ჩავიკეცე კედელს მივეყუდე.. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.. მაგრამ მე ხომ მართლა არაფერში ვყოფილვარ დამნაშავე.. თუმცა ამას ვინ დაამტკიცებდა.. რათქმაუნდა... დიტო... დიტო სიმართლეს იტყვის და მეც აღარ შემრაცხავენ კაცების მონადირედ...
ავდექი და უხმოდ დავტოვე იქაურობა.. ტელეფონი ავიღე და ვფიქრობდი ვინ მიშველიდა ეხლა... ვინ დამეხმარებოდა.. და რათქმაუნდა ტასო..
-ტასო..
-რამოხდა რა ხმა გაქ...
-ჩემთან მოდი გთხოვ
-10 წუთში მანდ ვარ-7 წუთში ჩემთან გაჩნდა.. ეს 7 წუთი კი 7 საუკუნედ გაიწელა... მარტო ის დამამშვიდებდა ეხლა მომეხვია მე კი მის მხარზე გემრიელად მოვიოხე გული ტირილით..
-მომიყევი ეხლა რა ხდება.. ან დედაშენს რა ჭირს ან ალექსს...-ქვითინით დავიწყე ყველაფრის მოყოლა.. მოყოლის დროს რამოდენიმეჯერ ცრემლმა შემაწყვეტინა სიტყვა.. როგორც იქნა ყველაფერი ვუთხარი და ეხლა უფრო ძლიერად ავტირდი.. ესე აარასდროს მიტირია. არ ვიცოდი ეხლა რას შეეძლო ჩემი დახმარება.. დიტოსთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა.. და არც მისი იმედი მქონდა რომ გვერდით დამიდგებოდა.. არ ვიცოდი ვინ იყო.. თურმე მსახიობ დიტო არაბულს ბევრი იცნობს.. მათ შორის ჩემი ოჯახიც.. ბოლოს გადავწყვიტე ეს ნავბიჯი გადამედგა და დიტოსთან დამერეკა... რაც არ უნდა ეთქვა მე უნდა მეცადა...
-დიტო..
-გისმენ ემი, რამე მოხდა?
-კი
-რა?
...ვერაფერს ვამბობდი უბრალოდ ვტიროდი.
-ისევ ლანა?
-შენ რა იცი?
-ეგ გოგო დიდი ხანია გადავიკიდე
-ვერ მიგიხვდი?
-მოკლედ...


-ვინ არის მეგი დიტო? ან საერთოდ რა უნდა ჩვენგან?
-მოკლედ მეგი არი ჩემი ყველა უბედურების მიზეზი.. ეგ გოგო 20 წლის ვიყავი რომ გავიცანი მაშინ სულ პატარა იყო.. მე მასთან ვიყავი სახლში სტუმრად.. მის მერეე გავიდა 3 წელი და თავი გამახსენა თუ ვინ იყო.. მაშინა ახლად დაქორწინებული ვიყავი მაგრამ მეგიმ იმდენი გააკეთა ჩემ ცოლს ჩემზე აზრი შეეცვალა და მიმატოვა, მეც შევეგუე.. მაგრამ მის მერე მოყოლებული ყველაფერს მიფუჭებს რამოდენიმეჯერ მაგის გამო სპექტაკლიც ჩავშალაე და გადაღებაც მოკლედ ჩემი დაუძინებელი მტერია თავს კი მხოლოდ იმით იმართლებს რომ თურმე დანახვის თანავე შევუყვარდი.. მაგიტო გიკეთბს შენც რაღაც უბედურებას... არ აყვე,
-მე არც ავყოლილვარ უბრალოდ ჩემებს უთხრა რაღაც საშინელებები შენზე და ჩემზე...-მოკლედ მოვუყევი ყველაფერი... დაახლოებით 40 წამი დიტო ხმას არ იღებდა და ეს წამები საუუკუნეებად მეჩვენა...
-მოკლედ ეხლა ჩავიცმევ და ორ წამში შენ სახლთან გავჩნდები შენებს ყველაფერს უამბობ თუ დამიჯერებენ დამიჯერონ თუ არა და...
-და რა?
-მოვიფიქრებ რამეს... იმედია მერე მაინც აღიარებ რომ გიყვარვარ
-მაგის დრო არ არის...-უხეშად ვუპასუხე და გავუთიშე..
ტასო ისევ ჩემთან იყო და მამხნევებდა დიტოს მოსვლამდე.. გავიგონე ღამის წყვდიადში მანქანის მუხრუჭის ხმა.. ფანჯრიდან გადავიხედე ეს დიტო იყო რომელიც სადარბაზოში შემოვიდა... მე და ტასო ქვევით ჩავედით... კარი ისე გავაღე ზარს არც დაველოდე.. დედა და ალექსი ისევ მისაღებში იდგნენ... ალბათ სანამ არ გამოცდი ამ ნერვიულობას მანამდე ვერ მიხვდები რა შიძლება იგრძნბო... რამხელა ტკივილი.. დიდი მოლოდინი სიკეთისა... დიდი სიძულვილი.. და ესევე სასიამოვნო სიყვარული რომელიც დიტოს დანახვისას განვიცადე.. მოვეხვიე ისე როგორც არ მოვხვევივარ არასდროს... დედა და ალექსი გაოცებული მიყურებდნენ დედას ალბათ მისთვის გარტყმაც უნდოდა. ალექსს კი მისი ცემაში მოკვლა.. მაგრამ ისიც უნდა ცოდნოდათ რომ ამის უფლებას მე არ მივცემდი... გამაოცა დიტოს საქციელმა. ისე მშვიდად შეაბიჯა ოთახში თითქაქოს არ ცოდნოდა რა მოხდა რამოდენიმე საათის წინ აქ..
-მოგესალმებით! მე გახლავართ დიტო არაბული.. რომელიც 2 წუთში შეიძულეთ.. არ გკითხავთ როგორ ბრძანდებით ყველაფერი სახეზე გაწერიათ იმედიაა უფლება მაქ ვისაუბრო ისე რომ კითხვები არ დავსვა და არც მოვისმინო.. მოკლედ ბევრი მიზეზი მოგცათ ლანამ რომ შემიძულოთ მაგრამ მე გეტყვით რომ ამის მიზეზი არ გაქვთ.. არ გაქვთ მიზეზი გაკიცხოთ ის.. არაფერი დაუშავებია მსგავსი რასაც ლანა ყვება.. მე 2 წლის წინ დავშორდი ცოლს.. და დამაშორა თითონ ლანამ.. მის მერე სიცოცხლეს მიმწარებს ეხლა იცის რომ მე თქვენს ემიზე ვგიჟდები და უნდა დამაკარგვინოს და საკმაოდ ბინძური გზა აირჩია ამისთვის.. დიახ მართალია ჩვენ ვიყავით ერთად ზღვაზე მაგრამ მხოლოდ ჩაი ადვლიეთ და მთვარეს გავხედეთ.. დიახ ჩვენ ვიყავით მარტონი ლამაზ ტბის პირა სახლში სადაც ბუხრის წინ ერთმანეთს ვესაუბრეთ... დიახ ჩვენ ვიყავით წვეულებაზე.. სადაც თვალი მოსჭრა თქვენი ემის სილამაზემ ყველას.. და მე მას ვაკოცე.. ვაკოცე იმ წმინდა გრძნობით რომელიც ეხლა ამას მალაპარაკებს.. ლანას გამორჩა რომ მე იმავე ღამეს წვეულების შემდეგ ემის აივანზე ვიდექი და სიყვარულს უხსნიდი მაგრამ ემიმ უპასუხოდ გამიშვა.. მე ვიცი ემის ვუყვარვარ არ აღიარებს მაგრამ ესეა.. ეხლა კი თქვენ გადაწყვიტეთ ვის უნდა დაუჯეროთ ყალბ მსახიობს თუ "გულწრფელ" ლანას.. მე დავასრულე.. ეხლა შეგიძლიათ კითვებით მომმართოთ..
დედაჩემი ხმას ვერ იღებდა ვერც ალექსი დაა ვერც მე უბრალოდ რამოდენიმე ცრემლი გაიმეტა ამ მომენტისთვის ჩემმა გულმა.. "მე ის მიყვარს" გავიფიქრე მაგრამ არ ვთქვი.. ტასო თავს აქნევდა და თავისთვის რაღაცას ბურდღუნებდა "სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი" ცოტა ხმამაღლა "წამოროშა" ტასომ და ყველამ მას შეხედა ჯერ გაბრაზებულმა შემდეგ კი ყველას გაგვეცინა...


ოთახში სიჩუმე გამეფებულიყო რაც უფრო მაგიჟებდა და მდგომარებიდან გამოვყავდი.. ტასოს ხელი მოვკიდე და სამზარეულოში გავედით.. ალექსი დიტო და დედაჩემი კი მარტო დავტოვე. იქ ჩემს აზრს არ ქონდა მნიშვნელობა მე და ტასომ ყავა გავიკეთეთ.. როდესაც კარი გაიღო და დიტო შემოვიდა..
-მე არ დამალევინებთ?-მივედი და კისერზე ძლიერად მოვეხვიე..-მოხდა რამე?
-კიდევ ხუმრობის ხასიათზე ხარ არა ?
-მე ყველაფერი ავხსენი ემი როგორც იყო და რაც იყო და ეხლა მათ გადაწყვიტონ ვის უნდა დაუჯერონ
-მოიცა არაფერი არ უთქვამთ ეხლა?
-არა
-რატო გამოდი
-მომენატრე
-ფუ რა იდიოტი ხარ
-მაგრამ მაინც გიყვარვარ
...
-აღიარე და გავალ
-ჰო მიყვარხარ...-ცოტა ხმამაღლა ვთქვი და სწორედ მაშინ შემოვიდნენ თახში ჩემები.. "ფუ რა იდიოტი ვარ" გავიფიქრე ჩემთვის.. ტასო კი მასხარასავით კუთხეში იდგა და თავისთვის ბურდღუნებდა მაგრამ ეხლა მმისი ბურდღუნი ყველას ესმოდა.. მარტო ის არღვევდა სიმყუდროვეს ოთახში.. "ოჰ ეს სიყვარული, დაქალი ამახია" "სიყვარულმა ასაკი არ იცისო ალექსი არ ამბობდა?"
-ტასო გაჩუმდი-უთხრა ალექსა-მოკლედ ეხლა მე მომისმინეთ კარგად.. მე მჯერა რასაც ამბობს ბატონი დიმიტრი მაგრამ არ მინდა ჩემი დის გვერდით იყოს რადგან მასზე უფროსია თანაც მსახიობი... თანაც ნაცოლარი.. და ბევრი მტერიც ყავს როგორც ჩანს.. მოკლედ თქვენ ერთმანეთს აღარ შეხვდებით.. ეს "სიყვარული" კი მალე გაგიქრებათ..
ძნელია გადმოსცე სიტყვებით ის რასაც იმ წუთას ვგრძნობდი... ხელები მეყინებოდა მაგრამ მახურებდა.. სისხლი მიდუღდა ყველაფერი ქრებოდა მეგონა გონებას ვკარგავდი და მინდოდა დამეკარგა კიდეც მინდოდა იმ წუთას მოვმკვდარიყავი რომ ამხელა ტკივილი არ მეგრძნო.. ვუყურებდი დიტოს სახეს რომელზეც ღიმილი შეყინვოდა... ვუყურებდი ალექსის გაბრაზებულ და დედაჩემის გაოცებულ სახეს რაც უფრო მაკვირვებდა.. "ნუთუ დედა ალექსს არ ეთანხმება" ჩემს თვში ვეძებდი კითხვებს რომელზეც პასუხი სხვას უნდა გაეცა.. "ეჰ ჩემო დიტო.. დაქუწყებელი სიყვარული დასრულდა..." ვუყურებდი დიტოს თვალებს რომელიც ცრემლებით ქონდა სავსე და ლამობდნენ იქიდან გადმოვარდნას დიტო კი ამის უფლებას არ აძლევდა არც ცრემლს და არც საკუთარ თავს.. გამწარებულმა არ მოვერიდე არც ალექსს არც დედაჩემს და არც ტასოს და სწრაფი ნაბიჯით დიტოსკენ გავემართე მოვეხვიე ისე ძლიერად მოვეხვიე მეგონა გავსრესდი.. წებოსავით მიეკრა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს და ეს იყო აღფრთოვანების წამები..
-გეყოთ-დაიყვირა ალექსმა.-დიტო წადი..
დიტომ ყურში ჩამჩურჩულა "სულ მეყვარები" ცივად მომიშორა და იქაურობა დატოვა... უკვე სიმშვიდეს ვკარგავდი და ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს საქციელს ყავის ჭიქა რომელიც მაგიდაზე იდო ავირე და კედელს მივანარცხე.. ავტირდი.. მაგრამ არ ვაცადე არავის არაფრის თქმა "მადლობა რომ მომკალით!" ოთახიდან სწრაფად გავედი და ჩემს ოთხში ავედი... ლოგინზე უგრძნობად დავვარდი და ვტიროდი და ვუყურებდი ჩემს ხელს რომელზეც კვლავ დიტოს ნაჩუქარი ბეჭედი ამშვენებდა.. უკვე ცრემლიც დამიშრებოდა ალბათ იმდენი ვიტირე... ტასო შემოვიდა ჩემთნ.. ტასო იყო ადამინი რომელიც მიგებდა ეხლაც და სხვა დროსაც რომელიც ვიცოდი სულ გამიგებდა.. მოვეხვიე და კვლავ მის მხარზე ავტირდი...
-მენატრება ტასო-ტასო კი პასუხს არ მცემდა...
დიტო მის მერე არ მინახავს.. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად მაგრამ მაინც ტკივილთ მიდიოდა.. სწავლაც დამთავრდა.. გამოცდებიც ჩავაბარეთ და გამოსაშვები საღამო... მე და და ტასო ამ დღისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით გაამართლა კიდეც ჩვენმა მზადებამ.. ორივე კარგად გამოვიყურებიდით გრძელ კაბებში.. ყველაფერმა კარგად ჩაიარა... ცოტა დავლიეთ ბევრი ვიცეკვეთ.. ეს ალბათ კლასის ბოლო შეკრება იყო.. სასმელისგან გაბრუებული გონს მოსასვლელად გარეთ გავედი.. იმ დღეს ყველა ნასვამი იყო... ლანა გამომყვა და გვერდით დამიდგა..
-ემი იცი.. ვნანობ რაც გავაკეთე არ უნდა შემეშალა ხელი შენი და დიტოს ურთიერთობისთვის.. იმედია ოდესმე მაპატიებ..
ერთი ცალი ცრემლი ჩამომიგორდა დიტოს გახსენებაზე რომელიც იმ წამსვე მოვიწმინდე
-მგონი ესეც ჯობდა ლანა.. მე გაპატიე..-ერთმანეთს გადავეხვიეთ და დარბაზში დავბრუნდით..
ეს დღეც დასრულდა.. მეორე დღეს ვერაფერს ვგრძნობდი დაღლილობისგან.. ყველაფერი ჩვეული რიტმით გაგრძელდა.. მალე ეროვნულებმაც მოგვიკაკუნა და მე და ტასო ნერვიულობისგან იმდენ შოკოლადს ვჭამდით ალბათ გამოცდების ბოლოს ღორებს დავემსგავსებოდით.. თუმცა არა. ალბათ იქიდან გამოსვლის დროს ვტოვებდით იმ წონებს რომელიც შოკოლადმა შეგვძინა.. სანატრელი ზაფხული... მე,ტასო,ალექსი და ლუკა ერთად უნდა წავსულიყავით ბათუმში მაგრამ ბათმში წასვლამდე ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ალექსი შემოვიდა განცხადებით



-ელი.. მოდი ჩამეხუტე და გეტყვი რა მინდა
-ალექსანდრე მორჩი მაიმუნობსა და მითხარი პირდაპირ...
-დღეს საღამოს მე შენ ტასო და ლუკა თეატრში მივდივართ.. სეზონის დახურვაა და თანაც მგონი დროა ლუკა და ტასო შერიგდნენ..
-ლუკა და ტასოს შერიგების რა მოგახსენო და ისე კი კარგი იქნება თუ წავალთ
-მე მომანდე მაგათი საქმე... დაურეკე ტასოს მოემზადეთ და 7ისთვის წავალთ..
-ალექს ვიპარებით თუ ბილეთი გაქვს ?
-ვიპარებით-გამიღიმა
ჰო რათქმაუნდა შეპარვაზე იხუმრა და ოთახიდან გავიდა.. მეც დავურეკე ტასოს მოვუყევი ალექსმა რაც მითხრა სიტყვასიტყვით.. მისმა რეაქციამ გამაოცა როცა მითხრა რომ ლუკას შეურიგდებოდა.. მეც ხმა აღარ ამოვიღე.. მათ ხომ ამდენი ხანი ერთმანეთი უყვარდათ.. მოვემზადეთ.. ჯერ ლუკას და ტასოს შერიგებაზე ვიზრუნეთ და შემდეგ თეატრისკენაც დავიძარით.. სპექტაკლი 10 წუთისდაგვიანებით დაიწყო.. დაიწყო და ნეტა არ დაწყებულიყო.. მთავარ როლში.. დიტო არაბული.. მაგრამ საკმაოდ შეცვლილი.. ეხლა გრძელი თმა და გრძელი წვერები ქონდა შეიძლება ალექსმა ვერც იცნო მაგრამ მე არასდროს დამვიწყებია მისი თვალები.. სხეულში მისი დანახვისას სასიამოვნოდ დამიარა.. მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფარფატი.. რადგანაც წინა რიგში ვიჯექით დიტომაც შეგვამჩნია და თავისდა უნებურად მხერა ჩვენზე შეაჩერა..
-ნახე მსახიობი როგორ გიყურებს.. ალბათ მოეწონე-გადმომჩურჩულა ალექსმა
-ალექს გეყოს.. რა შუაშია მსახიობი მე ლპექტაკლი მაინტერესებს...
-ჰო ვიცი-და თავისთვის ჩაიფხუკუნა...
სპექტაკლს არ ვუყურებდი ვუყურებდი მხოლოდ დიტოს თვალებს ვუყურებდი მას და მხოლოდ მას... ვერც კი გავიგე როგორ დასრულდა სპექტაკლი.. თვალი გაშტერებული მქონდა დიტოზე... მსახიობები თითო თითოთ გამოდიოდნენ და მადლობას თვისკვრით გვიხდიდნენ ჩვენ კი ვუკრავდით ტაშს.. დიტოს ვარდების თაიგული მიართვეს... ალექსი ლამის სიცილით მოკვდა.. მოულოდნელად დიტო სცენიდან ჩამოვიდა და ჩემკენ დაიძრა.. ვარდები ჩამახუტა და ყურში ჩამჩურჩულა "დღემდე მიყვარხარ" სუნთქვა შემეკრა როცა ვიგრძენი რომ ჩემთან ახლოს მოვიდა.. როგორ მენატრებოდა ეს ხმა როგორ მენატრებოდა მისი სუნთქვა... ალექსი მიყურებდა და იღიმოდა... მე კი შეშინებული გავხედე...
-წადით(ალექსი)
-რა?(მე)
-წადით ოღონდ სახლში მალე დაბრუნდი...
დიტომ დაუფიქრებლად ხელი ჩამკიდა და კულისებში გამიყვანა მის საგრიმიოროში..
-ძალიან მომენატრე...
მომეხვია მეგონა სუნთქვა აღარ შემეძლო ისე მიხუტებდა გულზე... მეგონა იმ წამს მის მკლავებში დავლევდი სულს.. მაკოცა.. და კვლავ ისეთი გრძნობა დამეუფლა როგორც წვეულებაზე პირველი კოცნის დროს.. გამოიცვალა მანქანაში ჩავჯექით ცოტა გავისეირნეთ ბევრი ვილაპარაკეთ... ალექსანდრემ დამირეკა სახლში მალე მოდიო მეც სხვა გზა არ მქონდა... ამ დღის მერე ხომ მასთან ყოფნა შემეძლებოდა.. ვიქნებოდით ერთად... და მე ვაღაირე რომ მიყვარდა.. მე შემიყვარდა.. და ეს იყო პირველი და უკანასკნელი სიყვარული... სახლში მიმაცილა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წავიდა... იმის იმედით რომ კიდევ ვნახავდი არც ისე მაგრამ მოვხვევივარ და არ დავმტკბარვარ მისი ტუჩების სიტკობთი.. სახლში შევედი ალექსს მადლობა გადავუხადე და ოთახში ავედი... დაახლოებით ღამის 2 საათამდე ვუცადე დიტოს შეტყობინებას მაგრამ არ მოვიდა... მეც დაძინება გადავწყვიტე ვიფიქრე დაიღალა და ჩაეძინათქო.. დილით ძველებური ენერგიით ავდექი და დედას გავძახე ყავა გამიკეთეთქო... დამზარეულოში ჩავედი და ყავის ჭიქით ხელში მისაღებში გავედი... დედა ტელევიზორში რაღაც ფილმს უყურებდა... უცებ ფილმი გაწყდა და საინფორმაციოს სპეციალური გამოშვება ჩაირთო... ჟურნალისტმა გამოაცხადა : "ეხლახანს გავრცელდა იმფორმაცია რომ დღეს დილით ხევში გადაჩეხილი მანქანა იპოვნეს.. მანქანაში იჯდა ცნობილი მსახიობი დიტო არაბული.. კურიერი ღრმა სამძიმარს გამოთქვამს დაღუპულის ოჯახისადმი" მეგონა გავითიშე თვალებში ვეღარ გამოვიხედე ვიჩქმიტე კიდეც მეთქი მესიზმრებათქო მაგრამ არა ეს რეალობა იყო... არ დამცალდა მასთან ყოფნა ჭიქა ხელიდან გამივარდა და მისი დამსხვრევის ხმაც კი ვერ გავიგონე... "მითხარით რომ ეს სიმართლე არ არის" იქვე ჩავიკეცე და მწარედ ავტირდი.. არვიცი რას აკეთებდნენ იმ წამს სხვები... მე კი ვტიროდი... "რატომ წამართვი ღმერთო ჩემი სიცოცხლე, რატომ? მაინდამაინც მაშინ როცა დავიბრუნე, ღმერთო რატომ" მხოლოდ ეს მახსოვს... შემდეგ კი ჩემს ოთახში გავიღვიძე.. მე ვეღარაფერს შევცვლიდი.. ვიჯექი პანაშვიდებზე მისი ცხედრის გვერდით და აღარ ვტიროდი ცრემლი აღარ მქონდა.. მახსოვს დაკრძალვის დღეს წვიმდა.. ცაც კი ტიროდი ჩემი უბედურების შემხედვარე... იმ დღის მერე რაც დიტო დაიღუპა შავები არ გამიხდია...
------------------------------------------------------------------------------
დიტოს საფლავზე ყოველდღე ახალგაზრდა 22-23 წლის გოგო დადის დააქ წითელი ვარდები... მაგრამ ცრემლი აღარ მოდის
-მეც მიყვარდა... მე მხოლოდ მსახიობი მაინტერესებდა... სპექტაკლი კი არ მახსოვს..

დასასრული...
საიტზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს ავტორი! ჩვენგან მასალების დაკოპირების შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს წყარო: GOGAGGG.com