gzavnili
ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით
2490

ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით

ჰოროსკოპის ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით შესაძლებელია არა მარტო ადამიანის ხასიათისა და მანერების დახასიათება, არამედ მისი სექსუალურობის გარკვევაც. ზოგიერთი მამაკაცისგან განსაკუთრებული ფლუიდები მოდის, ზოგი კი სექსუალური მაგნიტიზმით არის დაჯილდოებული. მოდი, გადავხედოთ 12-ივე ნიშანს და გავარკვიოთ, რომელია მათ შორის ყველაზე სექსუალური.

ვერძი (21 მარტი–20 აპრილი)

ვერძები ვნებიანობით გამოირჩევიან, მაგრამ მათი სექსუალურობა პირდაპირ კავშირშია მათსავე თავთან. თუ თავს უფლებას მისცემენ, რომ მოდუნდნენ და მთლიანად მიეცნენ სიამოვნებას, მაშინ მათ მიმზიდველობას ვერავინ აღუდგება წინ.

სექსი ვერძებთან ჯადოსნურია, ხანდახან კი - გარყვნილი.

კურო (21 აპრილი–20 მაისი)

კუროები საწოლშიც კუროები არიან - ზარმაცები, აუჩქარებლები და ეგოისტურები. ურჩევნიათ, სექსის დროს ქალმა იაქტიუროს. ხშირად ეს პარტნიორ ქალში იმედგაცრუებას იწვევს, რადგან გარეგნულად კუროები ძალიან სექსუალურად გამოიყურებიან.

ისინი ვირტუოზულობას სულ სხვა სფეროში (ფინანსებში) იჩენენ.

ტყუპი (21 მაისი–21 ივნისი)

ტყუპი წარმოუდგენლად სექსუალური ნიშანია. თითქოს ისინი სარკის წინ ვარჯიშობენ, როგორ იმოძრაონ, როგორ უყურონ თვალებში, როგორ გაიღიმონ იმისათვის, რომ ქალი მაშინვე საწოლში ჩაუხტეთ. თუმცა ტყუპთან სექსუალური პროცესი არც ისეთი აღმაფრთოვანებელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

ხშირად ყველაფერი შესანიშნავად იქამდე არის, სანამ მამაკაცი–ტყუპი სიამოვნებას არ მიაღწევს. ამის შემდეგ ის მაშინვე კარგავს ინტერესს პარტნიორი ქალის მიმართ და შეუძლია გადაბრუნდეს და ხვრინვა ამოუშვას...

კირჩხიბი (22 ივნისი–22 ივლისი)

გარეგნულად კირჩხიბები სექსუალურ მაჩოებს ჰგვანან და იშვიათად პროვოცირებენ პირველივე შეხვედრისას ეროტიკულ სურვილებს, მაგრამ საკმარისია, საწოლში აღმოჩნდეთ ამ ნიშნის წარმომადგენელთან ერთად, რომ ყველაფერი შეიცვლება. ის საოცრად თბილია და რომანტიკული, მისი შეხება ქალში ემოციების ზღვას იწვევს.

გარდა ამისა, კირჩხიბები ისეთი კონსერვატორულები სულაც არ არიან სექსში, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მათ შეუძლიათ სექსით დაკავდნენ ავტობუსში, ლიფტში ან ბუნებაში, შეუძლიათ და უყვართ ექსპერიმენტები. და ფორმაშიც, ჰოროსკოპის სხვა ნიშნებთან შედარებით, ბევრად დიდხანს არიან.

ლომი (23 ივლისი–22 აგვისტო)

ლომები საკუთარ თავს სექსუალურად მომხიბვლელებად თვლიან და მათთვის სულერთია, რა შთაბეჭდილებას ახდენენ გარშემომყოფ ქალებზე. თუმცა, მათ მაინც ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავთ. ასე რომ, საკუთარ თავზე წარმოდგენა ყოველთვის გამყარებული აქვთ.

საწოლში ლომები დაუღალავი მარათონელები არიან და ძირითადად, საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეთი ეგოიზმის მიუხედავად, ლომები მაინც პოულობენ პრაქტიკულად ნებისმიერ ქალის გულის გასაღებს.

ქალწული (23 აგვისტო–22 სექტემბერი)

ქალწულებს შეიძლება გარყვნილებიც კი ვუწოდოთ. მათი სურვილები ნორმის ზღვარს შორს სცდება. თავდაპირველად ქალწულები წესიერად იქცევიან, თავს აჩვენებენ, რომ ტრადიციული სექსის მომხრეები არიან, შემდეგ კი ისე სცდებიან დადგენილ ნორმებს, ქალების უმეტესობა ვერ უძლებს და გაურბის მათ. ბევრი ასტროლოგი ქალწულს ყველაზე სექსუალურ ნიშანს უწოდებს.

სასწორი (23 სექტემბერი–22 ოქტომბერი)

სასწორები ჩუმი ეროტომანები არიან. ისინი ყველაფერს მოსინჯავდნენ სექსში, მაგრამ ძალიან ადარდებთ, რას იფიქრებენ გარშემომყოფები. ამიტომაც ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ, მოთოკონ სურვილები იქამდე მაინც, სანამ ისეთ პარტნიორ ქალს არ ნახავენ, რომელიც თავად იქნება გაბედული.

მამაკაც-სასწორებს მარტივად "აბამენ" ქალები ნებისმიერ ასაკში. მათი ცვალებადი ბუნება იზიდავს ქალებს სხვადასხვა ასაკში. თავად სასწორები დიდხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდობას. ისინი, როგორც წესი, ზედმიწევნით უვლიან თავს, ამიტომაც ბევრი ქალისთვის მომხიბვლელები არიან.

მორიელი (23 ოქტომბერი–21 ნოემბერი)

როგორც ცნობილია, მორიელები წარმოუდგენლად სექსუალურები არიან. მათგან ისეთი ეროტიკული იმპულსები მოდის, რომ გარეგნობას ყურადღებას აღარავინ აქცევს. ის შეიძლება იყოს დაგრეხილფეხებიანი, საშინელი, მოღუშული ტიპი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ქალები ამ ნიშნის წარმომადგენლების წინაშე უძლურები არიან.

თავად მორიელები სექსში ახალ შთაბეჭდილებებსა და ახალ გამოცდილებას ეძებენ. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან – ხან უფროსი ასაკის ქალთან არჩევენ ურთიერთობას, ხან კი ნორჩებზე გადაერთვებიან. მორიელებისთვის არ არსებობს თანაბარუფლებიანი სექსი. ისინი ან სწავლობენ, ან ასწავლიან.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი–21 დეკემბერი)

მშვილდოსნებმა იციან ეროტიკული სიამოვნების ფასი და მათთვის ცხოვრების ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. მშვილდოსანს შეუძლია ზედმიწევნით კარგად გამოიცნოს პარტნიორი ქალის სურვილები; ქალის სხეულის ნებისმიერი მოძრაობით ხვდება, რა სურს მას.

ბევრს წააგებთ, მშვილდოსანთან სექსზე უარს თუ იტყვით. მისი მხოლოდ ერთი შეხებაც კი კმარა, რომ თავი დაკარგოთ. მშვილდოსნებისთვის არ არსებობს აკრძალული პოზები და ადგილები სექსისთვის. ისინი გიჟდებიან ექსპერიმენტებზე.

თხის რქა (22 დეკემბერი–19 იანვარი)

თხის რქები სუპერსექსუალური მამაკაცების შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საწოლში ცივები და უცოდინრები არიან. თუმცა არ იციან ქალის მოხიბვლა. თხის რქები უპირატესობას ანიჭებენ ხანგრძლივ პრელუდიას და ქალის სხეულის ყოველ სანტიმეტრს შეისწავლიან.

მაგრამ ზედმეტი ლაპარაკით ან უადგილოდ ნათქვამი სიტყვით, შეუძლიათ ყველაფერი წამში გააფუჭონ.

მერწყული (20 იანვარი–18 თებერვალი)

მერწყული – სექსის მოყვარული ქალებისთვის იმედგაცრუებაა. გარეგნულად მიმზიდველი და სექსუალური მერწყულები საწოლში კონსერვატორულები არიან და ცოტა მოსაწყენებიც. მათ ექსპერიმენტებზე ვერ დაითანხმებთ და სექსი მხოლოდ კომფორტულ ატმოსფეროში შეუძლიათ.

გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებით მოწესრიგებულები და სისუფთავის მოყვარულები არიან, რეაქცია აქვთ არასასურველ სუნზე. ასე რომ, მას თუ ქალის სუნამოს არომატი არ მოეწონა, არაფერი გამოვა.

მერწყულები სულიერ სიახლოვეს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ფიზიკურს.

თევზები (19 თებერვალი–20 მარტი)

თევზები საკმაოდ სექსუალურები არიან. ისინი გამუდმებით იმყოფებიან საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ქვეშ. თუ გინდათ, რომ თევზებთან სექსი სიამოვნება იყოს, კარგად უნდა შეისწავლოთ ისინი, შეიგრძნოთ მთელი არსებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები – მგრძნობიარე საყვარლები არიან, იციან, როგორ მიანიჭონ ქალებს სიამოვნება.

თევზებისთვის სექსი მნიშვნელოვანია. ამიტომაც ყოველ აქტს დიდი ყურადღებით ეპყრობიან. თევზები – ქალის, უბრალოდ, შეხებისგან და მოფერებისგანაც უდიდეს სიამოვნებას განიცდიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ მრავალფეროვნება და შეუძლიათ, სექსით ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც დაკავდნენ.